მომავალში ორგანოთა დეფიციტის შემცირების რეალურ იმედს იძლევა… – ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში: რას გვპირდება XXI საუკუნე

0
224
მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტით მართული საავადმყოფო
#post_seo_title
  • ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში: რას გვპირდება XXI საუკუნე

  • “ხელოვნური ინტელექტი” აღარ არის არჩევანი, ეს უკვე აუცილებლობაა”

  • როგორ ცვლის “ხელოვნური ინტელექტი”(AI) სამედიცინო განათლებას?

  • “ხელოვნური ინტელექტის” გავლენა მეცნიერებაზე;

  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება “ხელოვნური ინტელექტი”-ს დანერგვისას?

XXI საუკუნე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ეს არის ეპოქა, სადაც ციფრული ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების საშუალებები. ისინი გადამწყვეტ ძალად იქცნენ, რომლებიც ცვლიან იმას, თუ როგორ ვმუშაობთ, ვსწავლობთ და ყველაზე მეტად როგორ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

თუ ადრე ტექნოლოგიური პროგრესს ნელ-ნელა ვეჩვეოდით, დღეს ის გლობალური ცვლილებების მთავარი მამოძრავებელია და ამ ცვლილებების ცენტრში დგას ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია არ არის ფანტასტიკის ნაწილი. ის წამებში ამუშავებს ისეთ მონაცემთა მასებს, რომელთა შესწავლას ადამიანები წლები მოანდომებდნენ. მას შეუძლია დაავადებების აღმოჩენა იმ პარამეტრების მიხედვით, რომელიც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია. შეუძლია ეპიდაფეთქებების პროგნოზირება მანამდე, სანამ პირველ კლინიკურ ნიშნებს დავინახავთ. შეუძლია დაგეგმოს რესურსები, გაანალიზოს რისკები და იმოქმედოს რეალურ დროში. ამიტომ მსოფლიოს წამყვანმა ჯანდაცვის სისტემებმა პრაქტიკულად ერთხმად განაცხადეს, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ არის არჩევანი, ეს უკვე აუცილებლობაა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როცა გავითვალისწინებთ თანამედრობე გლობალური ჯანმრთელობის გამოწვევებს, ახალი პათოგონები, არსებული ინფექციების გამწვავებები, კლიმატის ცვლილება და მისი ზეგავლენები, ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი, მოსახლეობის დაბერება. სანაცვლოდ კი მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა უფრო სწრაფ, ზუსტ და პერსონალიზებულ სამედიცინო დახმარებაზე.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ასეთ მოცულობასა და სირთულეს ადამიანმა თავი გაართვას. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასუხი სწორედ ხელოვნური ინტელექტია. ხელოვნური ინტელექტისა ფუნქცია სცილდება მხოლოდ ალგორითმების გაშვებას. ის მოიცავს მთელ რიგ ტექნოლოგიებს, მანქანურ სწავლებას, ღრმა სწავლების ნეიტრონურ ქსელებს…

ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოყენებულია დიაგნოსტიკაში, სადაც ხშირად სისწრაფითა და ზოგჯერ სიზუსტითაც კი აღემატება ადამიანურ შეფასებას. წინასწარ შეუძლია დაგვანახოს საფრთხეები. ფარმაცევტიკაში, სადაც წამლის აღმოჩენის პროცესმა წლების ნაცვლად შეიძლება თვეები და დღეებიც კი აითვალოს. განსაკუთრებით დიდი ეფექტი შეინიშნება ტელემედიცინაში და ჯანდაცვის ხელმოსაწვდომობის სფეროში.

  ანტიბიოტიკების რეზისტენტობა: გლობალური კრიზისი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლებელი გახადა სამედიცინო მომსახურეობის მიღება იმ რეგიონებშიც, სადაც სპეციალისტების მოწვევა რთულია.

2024 წელს განხორციელებული გენეტიკურად შეცვლილი ღორის თირკმლის გადანერგვა ცოცხალ ადამიანში სწორედ იმ პროცესის პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც მომავალში ორგანოთა დეფიციტის შემცირების რეალურ იმედს იძლევა…

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ