ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიშენი ექიმიშეიძლება თუ არა ბავშვის სქესის გამოთვლა და რა მეთოდითაა სქესის დაგეგმვა შესაძლებელი

შეიძლება თუ არა ბავშვის სქესის გამოთვლა და რა მეთოდითაა სქესის დაგეგმვა შესაძლებელი

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტების ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

ექიმი განმარტავს, შეიძლება თუ არა ბავშვის სქესის გამოთვლა და ზოგადად, რა მეთოდითაა სქესის დაგეგმვა შესაძლებელი.

„მომავალი ბავშვის სქესს სპერმატოზოიდი განსაზღვრავს. გოგონა დაიბადება, თუ ბიჭი, დამოკიდებულია იმაზე, კვერცხუჯრედს რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს – X ქრომოსომის შემცველი, თუ Y ქრომოსომის. წინასწარ ბავშვის სქესის გამოთვლა, შეუძლებელია.

ასევე, სქესის დაგეგმვა ფიზიოლოგიურ ციკლში შეუძლებელია. მაგრამ, არსებობს ერთი მეთოდი – ინვიტრო განაყოფიერებით, როდესაც მიიღება ემბრიონები, მათი ანალიზით, პრეიმპლანტაციური გენეტიკური გამოკვლევაა შესაძლებელი, რომლის შედეგად ემბრიონის სქესი დგინდება და შემდეგ მისი გადატანა ხდება. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს პროცედურა საკმაოდ ძვირად ღირებულია და თან ჩვენს ქვეყანაში სქესის მიხედვით ორსულობის დაგეგმვა კანონმდებლობით აკრძალულია,“ – განმარტა ექიმმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჩინეთი ხდება WHO-ს უმსხვილესი დონორი, 500 მილიონი დოლარი WHO-სგან! – გლობალური სოლიდარობის მაგალითი და პასუხი კრიტიკოსებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights