„ნესტლე საქართველოში“ აცხადებს, რომ მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის საფასურს აუნაზღაურებენ
„ნესტლე საქართველოში“ აცხადებს, რომ მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის საფასურს აუნაზღაურებენ. ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი ამ დრომდე გრძელდება, რომელსაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო.
„ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარემომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში ცერულიდის ტოქსინის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო.
შპს „ნესტლე საქართველოს“ ნორმატიული და სამეცნიერო საკითხების ექსპერტი, გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ „ნესტლე საქართველო“ ახორციელებს ბავშვთა კვების პროდუქტის შეზღუდული რაოდენობის პარტიების ნებაყოფლობით უკან გამოხმობას.
„ნესტლე საქართველო“ ახორციელებს ბავშვთა კვების პროდუქტის NAN1 და NAN2 შეზღუდული რაოდენობის პარტიების ნებაყოფლობით უკან გამოხმობას. სხვა პარტიების პროდუქციასა და სხვა სახის პროდუქტებს უკან გამოხმობა არ ეხება. საქართველოში ჩვენი მომხმარებლებისგან მითითებული პარტიებიდან პროდუქტის გამოყენების შედეგად ჯაჯნმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არც ერთი მომართვა არ მიგვიღია. უკან გამოხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კომპანიის მიერ წინასწარი სიფრთხილის ზომის სახით გლობალურად მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში. ჩცენ დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთანამშრომლობთ მარეგულირებელ ორგანოსთან. ხარისხის საკითხი ჩვენთვის პრიორიტეტულია. ჩვენ მივიღეთ უკან გამოხმობის შესახებ გადაწყვეტილება, თუნდაც მინიმალური პოტენციალის შესაძლებელი რისკების გადაწყვეტილებით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მომხმარებლებს ავუნაზღაუროთ პროდუქციის აღნიშნული პარტიების საფასური. ჩვენი მომხმარებლების ჯანმრთელობასა და უვნებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მშობლების მიმართავს:
„Nestlé-ის ჩვილთა კვება, ხელოვნური რძე არის საშიში“
გიორგი ფხაკაძის განცხადებით, Nestlé-ს პროდუქცია 45 ქვეყანაში გაყიდვიდან ამოიღეს.
„45 ქვეყანა, – 3 მილიარდი ადამიანზეა საუბარი, დაახლოებით 80 მილიონამდე ბავშვს ეხება ეს პრობლემა. თუ თქვენ იყენებთ Nestlé-ს ხელოვნურ საკვებს, გირჩევთ, თავი შეიკაოთ Nestlé-ს პროდუქციის გამოყენებისგან“ – მიმართავს მშობლებს გიორგი ფხაკაძე.
მისი თქმით, საქართველოში ამ თემაზე არავინ საუბრობს.
„სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი კანონმდებლობა. შეგიძლიათ შემოიტანოთ შხამიანი პროდუქტი, დაგაჯარიმონ 500 ლარით და კვლავ გააგრძელოთ ასეთი პროდუქტის გაყიდვა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ გამოიყენოთ Nestlé-ს პროდუქცია“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
წყაროები
- Marrow A, Hirt O. Nestle recalls infant formula batches across Europe on food safety concerns. Reuters. 2026 Jan 6. Available from: https://www.reuters.com
- Food Standards Agency (UK). Nestlé recalls several infant formula products due to the possible presence of cereulide toxin. 2026. Available from: https://www.food.gov.uk
- EFSA Panel on Biological Hazards. Risks for public health related to the presence of Bacillus cereus in foodstuffs. EFSA Journal. 2016;14(7):4524. Available from: https://efsa.onlinelibrary.wiley.com
- Food Standards Agency. Food safety alert on infant formula. 2026. Available from: https://www.food.gov.uk
- World Health Organization. Safe preparation, storage and handling of powdered infant formula. 2006. Available from: https://iris.who.int
- Risk communication in food safety. BMJ. Available from: https://www.bmj.com

