ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
მთავარისამინისტროიძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა

იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა

იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს, თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

გამარჯვებული პროექტები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა სახელობო იარაღები, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ, თავადვე შეარჩიეს.

განსახლების პარალელურად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაზე ზრუნვა, დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით, ყოველწლიურად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მედიკამენტების შეჯერება – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან" ყველა კლინიკისთვის საქართველოში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights