ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძემ და თეა ახვლედიანმა მათ შორის ის პაციენტები მოინახულეს, რომლებიც დროებით...

მიხეილ სარჯველაძემ და თეა ახვლედიანმა მათ შორის ის პაციენტები მოინახულეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებას რუხის კლინიკაში იღებენ

ჯანდაცვის მინისტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მედპერსონალსა და პაციენტებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ. მიხეილ სარჯველაძემ და თეა ახვლედიანმა მათ შორის ის პაციენტები მოინახულეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებას რუხის კლინიკაში იღებენ.

მიხეილ სარჯველაძემ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებს სთავაზობს. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ენგურის ხიდის უშუალო სიახლოვეს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არის იმ დიდი ძალისხმევის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება, რაც ერთიანი სამთავრობო მიდგომით, შერიგების, ნდობის აღდგენის და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება.

კლინიკაში გაიმართა პრეზენტაციაც, სადაც საავადმყოფოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური კლინიკაა, სადაც მუდმივად მიმდინარეობს მომსახურების ხარისხის, სერვისების განვითარების და სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიმართულებით მუშაობა. 2025 წელს კლინიკა 25 000 პაციენტს მოემსახურა, მათ შორისაა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობა.

ხაზი გაესვა, რომ რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არა მხოლოდ გაზარდა თავისი შესაძლებლობები, არამედ მოახდინა ინვესტიციები, რამაც რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად შეცვალა.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მიხეილ სარჯველაძე გაზრდილ ბიუჯეტზე: მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ. ეს გაგრძელდება საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights