ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
მთავარიშენი ექიმიექიმებმა ქალს საშვილოსნოდან 10 კილოგრამიანი კისტა ამოუღეს - დაგეგმილი ოპერაციის დროს პაციენტის...

ექიმებმა ქალს საშვილოსნოდან 10 კილოგრამიანი კისტა ამოუღეს – დაგეგმილი ოპერაციის დროს პაციენტის მუცლის ღრუში ბავშვი აღმოაჩინეს

აშშ-ში ექიმებმა დაგეგმილი ოპერაციის დროს პაციენტის მუცლის ღრუში ბავშვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ HuffPost იუწყება.

41 წლის მედდა სიუზ ლოპესი საავადმყოფოში დიდი ზომის, 10 კილოგრამიანი საკვერცხის კისტის მოსაშორებლად მივიდა. თუმცა ოპერაციის დროს ექიმებმა მუცლის ღრუში სრულად განვითარებული ჩვილი აღმოაჩინეს. ბიჭი, რომელსაც სახელად რიუ დაარქვეს, საშვილოსნოს გარეთ ვითარდებოდა. ულტრაბგერითი კვლევის დროს ექიმებმა იგი ვერ შენიშნეს, რადგან მას კალათბურთის ბურთის ზომის კისტა ფარავდა.
„ეს ნამდვილად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ჯონ ოზიმეკმა, ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრის Cedars-Sinai-ს მეანობის განყოფილების ხელმძღვანელმა. მისი განმარტებით, დაახლოებით 30 ათასი ორსულობიდან მხოლოდ ერთი არის ექტოპიური (საშვილოსნოსგარე), ხოლო შემთხვევები, როდესაც ქალი ასეთ პირობებში ბავშვს ცხრა თვის განმავლობაში ატარებს, უკიდურესად იშვიათია. ქალს ორსულობაზე ეჭვი არ ჰქონდა, რადგან არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, ხოლო მუცლის გადიდებას კისტას აბრალებდა.
ქირურგების გუნდმა ურთულესი ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ერთდროულად ამოიღეს კისტა და ჯანმრთელი ჩვილი, ის 3,6 კილოგრამს იწონიდა. ჩარევისას პაციენტმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, თუმცა ექიმებმა სისხლდენის შეჩერება და გადასხმა შეძლეს. დედაც და ბავშვიც სრულად ჯანმრთელები არიან. თავად სიუზი შვილს ცხოვრების საუკეთესო საჩუქარსა და ნამდვილ სასწაულს უწოდებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   თუ ამ ყავას სვამთ — სიბრმავის რისკი 700%-ით იზრდება!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights