ალცჰაიმერი შესაძლოა განიკურნოს – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

0
535
დემენციისა და ალცჰაიმერის პრევენციაზე ზრუნვა პირველი ნიშნების გამოვლენამდე უნდა დაიწყოს

მეცნიერების მტკიცებით, უკვე განვითარებული ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაშიც კი ტვინს შეუძლია სტრუქტურისა და ფუნქციების აღდგენა, ასეთი შედეგი ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა.

კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Cell Reports Medicine (CRM), მეცნიერებმა მძიმე ფორმის ალცჰაიმერის მქონე თაგვებში ტვინში ენერგეტიკული ცვლის კორექციის შემდეგ. კოგნიტიური ფუნქციების სრული აღდგენა დააფიქსირეს.

კვლევის საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდა მოლეკულა NAD+ – უჯრედული ენერგეტიკული მეტაბოლიზმის უნივერსალური მონაწილე. ავტორებმა დაადგინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინში NAD+ -ის დონე მკვეთრად მცირდება, და ეს შემცირება უფრო ძლიერია, ვიდრე ნორმალური დაბერებისას. შედეგად ირღვევა ნეირონების მუშაობა, ვითარდება ანთება, ზიანდება სისხლძარღვები და გროვდება პათოლოგიური ცილები, ამილოიდი და ტაუ.

მკვლევრებმა გამოცადეს პრეპარატი P7C3-A20, რომელიც NAD+-ის დონეს ნორმაზე მაღლა არ ზრდის, არამედ ეხმარება უჯრედებს მისი ფიზიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. ამის შედეგად, უკვე გამოხატული სიმპტომების მქონე თაგვებში:

ტაუ-ცილის პათოლოგიური დონე ნორმას დაუბრუნდა;
აღდგა ნეირონული კავშირები;
გაქრა კოგნიტიური დარღვევები – მეხსიერებისა და სწავლის უნარები ნორმალურ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ კლინიკურ მოდელებზე და ადამიანებში ეფექტიანობის პირდაპირი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს კვლევა ცვლის თავად ალცჰაიმერის დაავადების აღქმას: შესაძლოა, იგი არა მხოლოდ შენელებადი, არამედ პოტენციურად განკურნებადიც იყოს, თუ ტვინის ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა გახდება შესაძლებელი. 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Რატომ უნდა მივიღოთ ცივი შხაპი?

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ