მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩაშვილი მოქალაქეებს «ჰონკონგის გრიპთან“ დაკავშირებით რეკომენდაციებს უზიარებს
«ჰონკონგის გრიპი“ არ არის ახალი ან განსაკუთრებულად საშიში ვირუსი.
ეს არის A ტიპის გრიპის ერთ-ერთი შტამი (H3N2), რომელიც პირველად 1968 წელს გამოვლინდა ჰონკონგში — სწორედ ამიტომ მიიღო ეს სახელწოდება.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
«ჰონკონგის გრიპი“ არ არის განსხვავებული დაავადება,
არ იწვევს უფრო მძიმე მიმდინარეობას ვიდრე სხვა გრიპის შტამები
დღეს ის სეზონური გრიპის ჩვეულებრივი ნაწილია!!!! რა უნდა იცოდეთ მშობლებმა:
„ჰონკონგის გრიპი“ არის გრიპის A ტიპის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შტამი (H3N2), რომელიც მრავალი წელია ცირკულირებს და ბავშვებში მიმდინარეობით არ განსხვავდება სხვა სეზონური გრიპისგან.აქვე აუცილებლად დაიმახსოვრეთ,რომ არ არის სწორი,როცდესაც ყველა ვირუსს გრიპს ეძახით,არსებობს სხვადასხვა ვირუსული ინფექციები:რინოვირუსი,ადენოვირუსი,კორონავირუსი,პარაგრიპი,RSV ვირუსი,გრიპის ვირუსი,ამ ვირუსულ ინფექციებს შორის ყველაზე რთული მიმდინარეობა აქვს გრიპის ვირუსს
ჰონკონგის გრიპის დროს სიმპტომები იგივეა, რაც ნებისმიერი გრიპის დროს:
ცხელება, სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ყელის ტკივილი.
დასახელება შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ დაავადება — არა.
კარგი ამბავიია ის,რომ
სეზონური გრიპის ვაქცინა იცავს ამ შტამისგანაც, ამიტომ ვაქცინირებული ბავშვები დაცულები არიან მძიმე მიმდინარეობისგან,ხაზს ვუსვამ მძიმე მიმდინარეობას,რადგან ვირუსი შეიძლება აცრილებსაც შეხვდეთ!!!!
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
თუ ბავშვს აქვს:
მაღალი სიცხე, რომელიც არ ემორჩილება ჯიუტად სიცხის დამწევს(თუმცა ესეც ვირუსისგან ორგანიზმის დაცვის და ვირუსთან ბრძოლის საჭირო კომპონენტია)
სუნთქვის გაძნელება,ხმაურიანი სუნთქვა,სწრაფი სუნთქვა ან ქოშინი
ძლიერი სისუსტე ან გაუწყლოების ნიშნები
ასაკი 3 წლამდეა ან აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადება გახსოვდეთ
პანიკა ბავშვს არ შველის.
სიმშვიდე, დროული კონსულტაცია თქვენს პედიატრთან და სწორი მოვლა — ეს არის საუკეთესო დაცვა.
„ჰონკონგის გრიპი“ — ეს უბრალოდ სახელია.
ბავშვისთვის ის ისეთივე გრიპია, როგორიც სხვა სეზონური გრიპიგისურვებთ ურყევ ჯანმრთელობასP.S ღორის გრიპი (H1N1) და ჰონკონგის გრიპი (H3N2) ერთი და იგივე არ არის.
ორივე ეკუთვნის A ტიპის გრიპის ვირუსს, მაგრამ განსხვავებული ქვეტიპებია.
ღორის გრიპი არის H1N1, ჰონკონგის გრიპი — H3N2.
ორივე დღეს სეზონური გრიპის ნაწილია და ვაქცინით პრევენცირებადია.
სახელწოდებები უფრო ისტორიულია და პანიკის საფუძველს არ იძლევა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

