მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექცია შეიძლება წითელი მგლურას თითქმის ყველა შემთხვევის საფუძველი იყოს. ამის შესახებ იუწყება ახალი კვლევა, რომელიც ასეთი კავშირის შესახებ ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას გვთავაზობს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ქრონიკული ავტოიმუნური დაავადების „სასტიკი საიდუმლოს“ უკან შეიძლება ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) იმალებოდეს.
ეპშტაინ-ბარის ვირუსი არის პათოგენი, რომელიც „კოცნის დაავადებას“ (მონონუკლეოზი) იწვევს და ახალი აღმოჩენების თანახმად, მას შეუძლია პირდაპირ დააინფიციროს და გადააპროგრამოს კონკრეტული იმუნური უჯრედები და ეს გახდეს სისტემური წითელი მგლურას, შემოკლებით მგლურას სიმპტომების დაწყების მიზეზი.
„ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა, რაც კი ჩემს ლაბორატორიაში გამიკეთებია მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. ვფიქრობთ, ის წითელი მგლურას შემთხვევათა 100 პროცენტს ერგება“, — ამბობს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იმუნოლოგი უილიამ რობინსონი.
ზრდასრულ ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას მთელ მსოფლიოში, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქვს შეხება ეპშტაინ-ბარის ვირუსთან, რომელიც თითქმის არანაირ სიმპტომს არ იწვევს და ლატენტურად იმელაბე სხეულის უჯრედებში.
თუმცა, წითელი მგლურას შემთხვევაში, აღინიშნება ღრმა ინფექცია, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათ EBV-ის უფრო ძლიერი შტამი შეხვდათ. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ავტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტთა შორის, EBV-ით ინფიცირებული B-უჯრედების (B-ლიმფოციტები) მაჩვენებელი დაახლოებით 400-დან ერთია.
ლაბორატორიაში, ინფექციამ B უჯრედებში ცვლილება შეიტანა, გაააქტიურა სისტემა, რომელიც განაპირობებს მათი ანთებისთვის განკუთვნილი გენების „ჩართვას“.
„ამას კი აქვს პოტენციალი, რომ ხელი შეუწყოს სისტემური დაავადების გამომწვევ ავტოიმუნურ რეაქციებს“, — ირწმუნება მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის იმუნოლოგი შედი იუნისი ხელმძღვანელობდა. განაგრძეთ კითხვა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi




