კვლევა – ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს – დიეტა, რომელიც სიბერეში გონების სიმახვილის შენარჩუნებას უწყობს ხელს

0
218
გთავაზობთ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულ რამდენიმე მარტივ რჩევას
#post_seo_title

ჩიკაგოში მდებარე რაშის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის ტიპის კვებას ანიჭებენ უპირატესობას, გონებრივ ტესტებში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. კვლევის მონაცემები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში JAMA Neurology.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე(MD, MPH, PhD)

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე.

SheniEkimi.ge — ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა

კვლევა ჩატარდა Rush Memory and Aging-ის პროგრამის ფარგლებში და მასში 586 მოხალისე მონაწილეობდა. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს მონაწილეთა კვების რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, სამუშაო გარემო, მავნე ჩვევები და სოციალური მდგომარეობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით თითოეულ ადამიანს მიენიჭა ჯანსაღი ქცევის ქულა, რომელიც ერთიდან ხუთამდე მერყეობდა.

მონაწილეთა კოგნიტური უნარები კვლევის განმავლობაში რამდენჯერმე შეფასდა. მკვლევრებმა შეადარეს საწყისი ტესტების შედეგები სიბერეში დაფიქსირებულ გონებრივ შესაძლებლობებს და დაასკვნეს, რომ ისინი, ვინც ხშირად მიირთმევდნენ ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს, თევზს, ყველს და ზეითუნის ზეთს და ამავე დროს ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდნენ, ასაკთან ერთად უკეთ ინარჩუნებდნენ გონებრივ სიმახვილეს.

მონაწილეთა გარდაცვალების შემდეგ მეცნიერებმა მათი ტვინი გამოიკვლიეს ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებების – ბეტა-ამილოიდისა და ტაუ ცილების დაგროვების – არსებობაზე. აღმოჩნდა, რომ მსგავსი პათოლოგიური ნიშნების შემთხვევაშიც კი, ხმელთაშუა ზღვის დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი გარკვეულწილად იცავდა ადამიანებს კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებისგან.

დემენციის ადრეული გამოვლენის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა ტეხასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრში. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემცირება შეიძლება დემენციის ადრეულ ბიომარკერად ჩაითვალოს და დაავადების ნიშნების გაჩენამდე 5–10 წლით ადრე გამოვლინდეს. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer’s & Dementia.

გამოკვლევაში მონაწილეობდა 1500 ადამიანი: დაახლოებით 1000 მასაჩუსეტსიდან და 500 კალიფორნიიდან. მათი საშუალო ასაკი 70–74 წელი იყო. კალიფორნიელ მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი აფროამერიკელი და ესპანურენოვანი იყო, ხოლო მასაჩუსეტსის ჯგუფი ძირითადად არაესპანელი თეთრკანიანებისგან შედგებოდა. კვლევის დაწყების მომენტში ზოგიერთ მოხალისეს უკვე ჰქონდა დემენციის დიაგნოზი.

  ვაქცინაცია, როგორც სეზონური გრიპის პრევენციის საშუალება

ყველა მონაწილეს ჩაუტარდა ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს MRI-ს ძველი მონაცემები, რომლებიც ათი წლით ადრე იყო გადაღებული, და შეადარეს მათ თანამედროვე შედეგებს. ანალიზმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების ნაადრევი შემცირება აღენიშნებოდათ, მომდევნო წლებში დემენციის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად მაღალი იყო.

რუხი ნივთიერება პასუხისმგებელია ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებზე, როგორიცაა მოძრაობა, გრძნობითი აღქმა, მეხსიერება, ემოციები და მეტყველება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მომავალში მისი შემცირების გამოვლენა შესაძლოა დემენციის ადრეული დიაგნოსტიკის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად იქცეს.

ავტორი:

პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ