კალორიების მიღების 30%-ით შემცირება თავის ტვინის დაბერებას მნიშვნელოვნად ანელებს — ახალი კვლევა

0
253
ახალი სამეცნიერო აღმოჩენა - ტვინის გლიკოგენი შესაძლოა ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ იმედად იქცეს
#post_seo_title

კალორიებით შეზღუდულმა კვების რაციონმა შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივად ხდება ტვინში. ამაზე მიუთითებს მაკაკა რეზუსებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ასევე შეიძლება რელევანტური აღმოჩნდეს თავის ტვინის ისეთი დაავადებისთვის, როგორიც არის ალცჰაიმერი.

ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 24 ისეთი მაკაკა რეზუსის (Macaca mulatta) თავის ტვინი, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იკვებებოდნენ ან კალორიებით შეზღუდული ან ჩვეულებრივი რაციონით.

ასეთი დიდი დროის მანძილზე წარმოქმნილ სხვაობათა საფუძველზე, იმ მაიმუნების თავის ტვინის ქსოვილის ნიმუშებში, რომლებიც 30 პროცენტით ნაკლებ კალორიას მოიხმარდნენ, მკვლევრებმა მიაგნეს უფრო ჯანსაღი ნერვული კომუნიკაციისა და დაცვის ნიშნებს.

ეს აღმოჩენა ემატება იმას, რაც უკვე ვიცით შეზღუდული კალორიების მქონე რაციონის შესახებ: იმის გამო, რომ ასეთი რაციონი სხეულს სამუშაოდ უფრო ნაკლებ საწვავს აწვდის, მეტაბოლიზმი უფრო ეფექტიან რეჟიმში გადაჰყავს, რაც როგორც ამ კვლევაში გამოჩნდა, იცავს მას იმ უჯრედული ცვეთისაგან, რაც როგორც წესი, ასაკთან ერთად ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა კარგად დამკვიდრებული ჩარევაა, რომელსაც შეუძლია ბიოლოგიური დაბერების შენელება და შეიძლება ასაკთან დაკავშირებულ მეტაბოლურ ცვლილებებსაც ამცირებდეს ხანმოკლე ექსპერიმენტულ მოდელებში, ეს კვლევა გვთავაზობს იშვიათ, გრძელვადიან მტკიცებულებას იმისა, რომ კალორიების შეზღუდვა ასევე შეიძლება თავის ტვინს იცავდეს დაბერებისგან უფრო კომპლექსურ სახეობებში“, — განმარტავს კვლევის ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ანა ვიტანტონიო.

ჯგუფი ფოკუსირებული იყო კონკრეტულად მიელინზე, თავის ტვინის ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებულ ცხიმოვან საფარზე, რომელიც მათ იცავს და აჩქარებს ერთმანეთს შორის კომუნიკაციას. ტვინის დაბერებასთან ერთად, მიელინი დეგრადირდება, რასაც შეუძლია ანთების გამოწვევა.

მაიმუნებში, რომლებიც შეზღუდული კალორიების მქონე რაციონით იკვებებოდნენ, ძლიერი ნიშნები იყო იმისა, რომ ტვინში, ნერვების გარშემო მიელინის საფარი უკეთეს მდგომარეობაში იყო — მიელინთან დაკავშირებული გენები უფრო აქტიური იყო და მიელინის წარმოებასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებული მთავარი მეტაბოლური გზები უკეთესად ფუნქციონირებდა.

ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ მიელინის მწარმოებელი და მისი ჯანსაღად შემანარჩუნებელი უჯრედები მუშაობდნენ უფრო ეფექტიანად; შედეგად, შეჩერებული იყო დაბარების ის ზოგიერთი ნიშანი, რაც აღინიშნებოდა სტანდარტულ რაციონზე მყოფ მაიმუნებში.

  ინდოეთში კიდევ ერთი ტრაგედია - ინდოეთის მთავრობამ ოფიციალურად სამი სიროფი ტოქსიკურად გამოაცხადა — სიფრთხილის სიგნალი მთელ მსოფლიოს

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ უჯრედულ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს გავლენები, რომლებიც დაკავშირებულია შემეცნებასთან და სწავლასთან“, — ამბობს ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი ტარა მური.

როგორც სხეულის დანარჩენი ნაწილი, წლებთან ერთად, დეგრადირდება ტვინის მექანიზმიც. ზოგ შემთხვევაში, ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი მექანიზმები რეალურად ირღვევა და მავნე ხდება, რაც იწვევს ნეიროანთებას.

სწორედ ამიტომ არის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები სიბერეში უფრო მეტად მოსალოდნელი — რადგან ტვინის უჯრედები უარეს მდგომარეობაში არიან და მათმა ზედმეტად აქტიურობამ შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე ზიანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასაკთან ერთად გაუარესებულია ნერვულ უჯრედთა დამცავი გარსი. განაგრძეთ კითხვა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ