ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარისიახლეებიწარადგინა თუ არა არუნ ხათრიმ სააგენტოში სავალდებულო დოკუმენტაცია - სურსათის ეროვნული სააგენტო...

წარადგინა თუ არა არუნ ხათრიმ სააგენტოში სავალდებულო დოკუმენტაცია – სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს

სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს:

„ბატონო გიორგი, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განხილული იქნა თქვენი 2025 წლის 24 ოქტომბრის წერილი და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-ის მიერ საქართველოში იმპორტირებული სურსათის (სასურსათო) დანამატების მარკირების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განაცხადისა და კომპანიის მხრიდან მომხმარებლის შესაძლო შეცდომაში შეყვანის საკითხებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გაცნობებთ რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-ის სახელმწიფო კონტროლი, რომლის დროსაც გამოვლინდა ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტებითან შეუსაბამობები, კერძოდ:
 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, ბიზნესოპერატორის საქმიანობა არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში;
 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის #301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ და „ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის N360 დადგენილებასთან სურსათის (სასურსათო) დანამატების ეტიკეტის შეუსაბამობა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, შეუჩერდა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციამდე.
ამასთანავე, დღეისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „ტექნიკური რეგლამენტი – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის №360 დადგენილების მე-9 მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორს მიეცა მითითება და განემარტა ვალდებულება იმის თაობაზე, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის დანამატის ბაზარზე განთავსების შესახებ – სურსათის ეტიკეტის ნიმუშის
წარდგენით.
ზემოაღნიშნულის მითითების თანახმად, ბიზნესოპერატორს დღეისათვის სააგენტოში
წარმოდგენილი აქვს სავალდებულო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მათ მიერ იმპორტირებული სურსათის (სასურსათო) დანამატები შეტანილი იქნა „სურსათის (სასურსათო) დანამატების რეესტრში“ (იხ. http://nfa.gov.ge/).
ამავდროულად გაცნობებთ, რომ სააგენტოს მიერ „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო
კონტროლის 2026 წლის წლიური პროგრამა“-ს პროექტით, გათვალისწინებული იქნება სურსათის (სასურსათო) დანამატების მონიტორინგი.
პატივისცემით, გიორგი იაკობაშვილი
გიორგი ფხაკაძე 20 ოქტომბერს არუნ ხათრის აფთიაქში იმყოფებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა…
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მომხმარებლების უფლებების სააგენტოს მიმართა.
ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 500 ლარით დააჯარიმა.
წარადგინა თუ არა არუნ ხათრიმ სააგენტოში სავალდებულო დოკუმენტაცია – სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს | sheniekimi.ge | შენი ექიმი
წარადგინა თუ არა არუნ ხათრიმ სააგენტოში სავალდებულო დოკუმენტაცია სურსათის ეროვნული სააგენტო შპს ჰერბალ ჰილინგ ჰენდს თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის PHIG თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს | sheniekimige

წარადგინა თუ არა არუნ ხათრიმ სააგენტოში სავალდებულო დოკუმენტაცია – სურსათის ეროვნული სააგენტო შპს „ჰერბალ ჰილინგ ჰენდს”-თან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარეს ბატონ გიორგი ფხაკაძეს პასუხობს | sheniekimi.ge | შენი ექიმი

 

  „გამოკვლეულ ნიმუშებში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა“ - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights