შიზოფრენიის ჩამოყალიბება მხოლოდ გენეტიკურ მემკვიდრეობას არ უკავშირდება – კვლევა

0
188
shizophrenia-1024x684

მაუნთ სინაის უნივერსიტეტთან არსებული Icahn-ის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ შიზოფრენიის ჩამოყალიბება მხოლოდ გენეტიკურ მემკვიდრეობას არ უკავშირდება. მათი აღმოჩენით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ცვლილებებიც, რომლებიც ნაყოფის განვითარების პერიოდში ჩნდება. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ტვინის ქსოვილის ნიმუშები და იმ პირების ბიოლოგიური მასალა, რომლებსაც ეს დაავადება არ აღენიშნებოდათ. ანალიზმა აჩვენა, რომ გარდა მშობლებისგან მიღებული გენებისა, არსებობს დნმ-ის ისეთი ცვლილებები, რომლებიც ჩასახვის შემდეგ ვითარდება და შესაძლოა დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ამ ტიპის ცვლილებებს სომატურ მუტაციებს უწოდებენ.

დადგინდა, რომ ეს სომატური მუტაციები, კერძოდ ერთი ნუკლეოტიდის დონეზე არსებული ცვლილებები, გავლენას ახდენს იმ ბიოლოგიურ პროცესებზე, რომლებიც აუცილებელია ტვინის სწორი ფორმირებისა და ფუნქციონირებისთვის. ამ დარღვევებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების წარმოქმნას.

კვლევის დამატებით ეტაპზე აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მუტაცია სტრუქტურულად ჰგავს ანთებითი პროცესების შედეგად წარმოქმნილ დნმ-ის დაზიანებებს. მეცნიერების ვარაუდით, მსგავსი ცვლილებების მიზეზი შეიძლება იყოს გარემო ზემოქმედება ან ორსულობის პერიოდში დედის გადატანილი ინფექცია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საიდან მოიპოვებენ ეს მცენარეები ამდენ სიმდიდრეს? ნაძვის წიწვები და ევკალიპტის ფოთლები ოქროს შეიცავს - მეცნიერული კვლევა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ