ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტრო„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამუშაოს მაძიებელთა, ისე...

„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამუშაოს მაძიებელთა, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით“

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დამსაქმებლებთან და პარტნიორებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამუშაოს მაძიებელთა, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით. მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლობა, შრომის ბაზრის გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის შესაძლებლობას ზრდის.

შეხვედრაზე, სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.

აღინიშნა, რომ 2025 წელს, სააგენტოს მომსახურებით 12000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა ისარგებლა.

შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები დააჯილდოვა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  "ხართ თუ არა გარიგებული ექიმებთან?იღებენ თუ არა ამისთვის კონკრეტულ შემოსავლებს?" - ნინო წილოსანი GM ფარმას დირექტორს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights