რას შედეგებზე საუბრობენ მეცნიერები – ეკრანთან გატარებული დრო 5 წლამდე ბავშვების ტვინის განვითარებას აფერხებს

0
309
ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს
#post_seo_title

ბოლო ათწლეულში პატარები ეკრანთან უფრო და უფრო დიდ დროს ატარებენ. ექსპერტებს კი აინტერესებთ, რა გავლენა აქვს მათ ტვინზე ტელევიზორთან, სმარტფონთან და პლანშეტთან გატარებულ დროს სწორედ ტვინის განვითარების უმნიშვნელოვანეს პერიოდში.

საა პირველი კვლევა, რომელიც ეკრანთან გატარებულ დიდ დროსა და ტვინის სტრუქტურის განვითარების დაბალ მაჩვენებელს ზომავს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში”, — ამბობს კვლევის ავტორი ჯონ ჰიუტონი, რომელიც ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრი და კლინიკური კვლევების ხელმძღვანელია.

3-დან 5 წლამდე ბავშვების ტვინს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ჩაუტარეს. ახალ კვლევაში ჯამში 47 ჯანმრთელი ბავშვი მონაწილეობდა, მათგან 27 გოგო და 20 — ბიჭი იყო და ისინი საბავშვო ბაღში ჯერ არ დადიოდნენ.

ტომოგრაფიის ჩატარებამდე, ბავშვებს მისცეს კოგნიტური ტესტები, მშობლებმა კი შეავსეს ამერიკის პედიატრების აკადემიის (AAP) მიერ შემუშავებული ტესტი, რომელიც ზომავს ეკრანთან გატარებულ დროს სხვა აუცილებელ ქცევებთან შეფარდებით.

სკანირების შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებში, რომლებიც ეკრანთან რეკომენდირებულ 1 საათზე მეტს ატარებენ დღის განმავლობაში, ტვინის თეთრი ნივთიერება ნაკლებადაა განვითარებული. ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ენის, საუბრისა და კოგნიტური უნარების განვითარებაზე.

ნაცრისფერი ნივთიერება შეიცავს ტვინის უჯრედების დიდ ნაწილს, რომელთა საშუალებითაც სხეულ გადაწყვეტილებებს იღებს. თეთრი ნივთიერება შედგება ნეირონებისგანმ რომლებიც აკავშირებს ტვინის უჯრედებს ნერვულ სისტემასთან.

შედეგებმა აჩვენა, რომ ის ბავშვები, რომლებიც რეკომენდირებულზე დიდ დროს ატარებდნენ ეკრანთან და ასევე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ მშობლებთან ურთიერთობის, ტვინის ნაკლებად განვითარებული და ორგანიზებული თეთრი ნივთიერება ჰქონდათ.

სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ისეთი ქცევები, როგორიცაა კითხვა, სირბილი, ვარჯიში და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ტვინის თეთრი ნივთიერების სტრუქტურასა და ორგანიზებულობას აუმჯობესებს.

ჰიუტონის თქმით, კვლევის მიხედვით ბავშვები ეკრანთან საშუალოდ 2 საათს ატარებდნენ. არჩევისას კითხვარი კი ამ ქცევას ერთიდან ხუთ საათამდე ზომავდა.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტელევიზორის ხშირი ყურება კავშირშია ბავშვების მხრიდან ნაკლები ყურადღების გამოხატვასა და თავისუფალ აზროვნებაში. ამ დროს იზრდება კვების დარღვევების ჩვევების რისკიც და ქცევის პრობლემებიც. ეკრანთან გატარებული ჭარბი დრო ასევე აჩვენებს ენის სწავლის დაგვიანებებს, ძილის პრობლემებს, ძირითადი ფუნქციების მოშლას და აქვეითებს მშობლისა და შვილის ურთერთობის ხარისხს.

  როგორ არ უნდა დავაზიანოთ ჯანმრთელობა სახალწლო სუფრაზე - „მეგობრებო, ზუსტად ვიცი, რომ ამ დღეებში ტელევიზიები აივსება მედიკამენტების რეკლამებით...“

ასეთი ცხოვრების სტილის შემთხვევაში, ბავშვები ეკრანს ვერ წყდებიან ჭამის დროს, ან მაშინ, როდესაც დასაძინებლად მიდიან.

ექსპერტების თქმით, შემაშფოთებელია ის ასაკი, რომლიდანაც ბავშვები ეკრანებზე დამოკიდებულებას ავლენენ. ჰიუტონის თქმით, კვლევაში მონაწილეთა 90% პროცენტი დროის დიდი ნაწილის გატარებას ტექნოლოგიებთან 1 წლის ასაკიდან იწყებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ