პარასკევი, აპრილი 10, 2026
მთავარიშენი ექიმი„ძირითადად ხელოვნური საღებავებია დამატებული - შესაძლოა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა გამოიწვიოს“-სპეციალისტი ე.წ. სლაშზე...

„ძირითადად ხელოვნური საღებავებია დამატებული – შესაძლოა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა გამოიწვიოს“-სპეციალისტი ე.წ. სლაშზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს

გამაგრილებელი სასმელების გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, მარიამ ჩაჩუა გადაცემაში “ახალი დღე” ბავშვებში პოპულარული სასმლის, ე.წ. სლაშის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნული სასმელი განსაკუთრებით სახიფათოა:

„ძალიან ვწუხვარ, რომ სლაში ასეთი პოპულარული სასმელია. ცოტა ხნის წინ მოხდა შემთხვევა, რომ ბავშვს სლაშის მიღებისას, ადგილზევე ინტოქსიკაცია დაემართა. ამის გამო, დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯმა კვლევა ჩაატარა. 21 შემთხვევა გამოიკვლიეს იმ ბავშვების, რომლებსაც სლაშის წვენის მიღების შემდეგ პირდაპირ, მომენტალურად დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია. დადგინდა, რომ სლაში ბავშვთა ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სისხლში შაქრის ოდენობა მკვეთრად ეცემა და შესაძლოა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვა გამოიწვიოს. ამის მთავარი მიზეზი გლიცეროლია. ეს ხელოვნური დამატკბობელია, რომელიც დამატკბობელი ფუნქციის გარდა, ნახევრად გაყინულ სასმელს ინდუსტრიული მიზნებისთვის ტექსტურას უნარჩუნებს. ამიტომ, პირდაპირ გაიცა რეკომენდაცია გლიცეროლის შემცველი ნახევრად გაყინული სასმელი 4 წლამდე საერთოდ შეიზღუდოს. 5 წლის ზემოთ კი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოიყენონ. ყოველდღიურად, მით უმეტეს რამდენიმე ჭიქის ერთად მიღება არ შეიძლება. ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც დამატკბობლებს, ასევე ხელოვნურ საღებავებს. სლაშებში ძირითადად ხელოვნური საღებავებია დამატებული“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, თვალების გაწითლება, ქავილი, შესაძლოა მასში იყოს ქლორამინი, შარდი ან ორგანიზმიდან გამოყოფილი სხვა სითხეები" - ზაზა თელია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights