სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სერვისების ხარისხი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. მომდევნო წელს კიდევ...

მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სერვისების ხარისხი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პაციენტისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაზე

ჯანდაცვის სერვისების ხარისხი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება. მომდევნო წლის განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პაციენტისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევაზე.

ბუნებრივია, რომ ეს დამატებით გაზრდილი შესაძლებლობებია ჩვენთვის და გაზრდილი პასუხისმგებლობაც, რომ თითოეული თეთრი, რომელიც იქნება გამოყოფილი ჯანდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა, აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება პირველადი ჯანდაცვა და მომდევნო წელს სახელმწიფო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს გააგრძელებს.

„ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი სამედიცინო სერვისი, რომელიც ყველაზე მეტი ეფექტის მომტანი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის. საბედნიეროდ ყველა მოქალაქეს რთული და კომპლექსური მკურნალობა არ სჭირდება და იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს სჭირდებოდეს ასეთი მკურნალობა, აი ამ ფუნქციის მატარებელია მთლიანად პირველადი ჯანდაცვის რგოლი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ეფექტურად ახდენდეს ადამიანი მძიმე დაავადებების პრევენციას. იმავდროულად ეს არის რგოლი, რომელიც სწორ მიმართულებას აძლევს ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული კითხვები ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებით – სად უნდა გაგრძელოს მკურნალობა, რომელ სპეციალისტს მიმართონ, რამდენად აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თუ შეიძლება, შემთხვევა, იმართებოდეს სახლშიც და ა.შ. იმისათვის რომ მარტო არ აღმოჩნდეს დაავადებასთან ბრძოლაში ადამიანი, პირველი მრჩეველი ვინც ჰყავს მას არის პირველადი ჯანდაცვა. აქედან გამომდინარე ნათელია, რამდენად დიდია მნიშვნელობა ამ რგოლის გამართული ფუნქციონირებისა და პოტენციალი, რომელიც მას აქვს. პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, მიცემული რჩევების შედეგად, შესაძლოა არსებითად შემცირდეს ჰიპერტენზიის შემთხვევები, შეიძლება თავიდან იქნეს არიდებული ისეთი გართულებები, როგორიც არის ინსულტი და სხვა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თბილისში ახალი ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights