რა უნდა გააკეთოთ, თუ ბავშვი ხალხმრავალ ადგილზე დაგეკარგათ და დრო გადამწყვეტია – 3 დაუყოვნებელი ნაბიჯი
ხალხმრავალ სივრცეში ბავშვის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე სტრესული სიტუაციაა მშობლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასეთი შემთხვევები იშვიათია, წინასწარი ცოდნა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ყოფილმა პარამედიკოსმა და მშობლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის დამფუძნებელმა ნიკი ჯურკუცმა, ამ თემაზე პრაქტიკული რეკომენდაციები გააზიარა.
სპეციალისტის თქმით, პანიკაში ჩავარდნა და მარტო, უმისამართოდ ძებნა ყველაზე დიდი შეცდომაა — ეს ძვირფას წუთებს აკარგვინებთ.
🔴 რა ქმედებები უნდა გადადგათ დაუყოვნებლივ
-
დაიწყეთ ყვირილი, აცნობეთ გარშემომყოფებს, რომ ბავშვი დაიკარგა და დახმარება გჭირდებათ
-
აღწერეთ ბავშვის გარეგნობა: ასაკი, სიმაღლე, თმისა და თვალის ფერი
-
აუცილებლად თქვით, რა აცვია ბავშვს იმ მომენტში
-
სთხოვეთ ერთ-ერთ ადამიანს პოლიციაში დარეკვა, ან პარალელურად თავადვე დაუკავშირდით შესაბამის სამსახურს
ნიკი ჯურკუცი აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში არაერთხელ უნახავს შემთხვევა, როცა მშობელი ცდილობს „არ ატეხოს აჟიოტაჟი“, რის გამოც ბავშვი გვიან ან შემთხვევით, უკვე შორს აღმოჩნდება წასული. მცირეწლოვანს ხშირად ან ძალიან გვიან, ან ადგილიდან მოშორებით, შემთხვევით პოულობენ.
გარდა ამისა, თუ საქმე ბოროტმოქმედს ეხება, ხმაური, ყურადღება და საზოგადოების აქტიური ჩართულობა მას აფრთხობს და არსებობს დიდი ალბათობა, რომ ბავშვი მალევე დატოვოს ხალხმრავალ ადგილას.
⏱ დრო კრიტიკულია
„ასეთ სიტუაციაში თითოეულ წამს მნიშვნელობა აქვს. თუ ხმამაღლა განაცხადებთ, რომ შვილი დაგეკარგათ, გარშემო მყოფი ადამიანები ინსტინქტურად ჩაერთვებიან ძებნაში,“ — ამბობს ნიკი.
მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა სწორად გაიხსენოთ ყველა დეტალი და სხვებსაც ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოთ.
ინფორმირებულობა და სწრაფი რეაგირება ხშირად ის ფაქტორია, რომელიც ბავშვს უსაფრთხოდ დაგიბრუნებთ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

