ათასობით ადამიანი პანკრეასის კიბოს ზოგიერთ ნიშანს არასწორად აღიქვამს – სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ახასიათებდეს პანკრეასის კიბოს

ისტორიული მიღწევა – მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით შექმნეს თერაპია, შეძლეს ფუნქციური პანკრეასის აღდგენა და სისხლში შაქრის ნორმალიზება
#post_seo_title

სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადება შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მდგომარეობა ძალიან შორს არის წასული.

კიბოს თითოეულ ტიპს აქვს გარკვეული, საკუთარი სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების გამოვლენა შეიძლება უკვე დაავადების გვიან სტადიაზე მიუთითებდეს, ისინი არ უნდა იყოს იგნორირებული და მნიშვნელოვანია მკურნალობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შანსებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ათასობით ადამიანი პანკრეასის კიბოს ზოგიერთ ნიშანს არასწორად აღიქვამს და მას განიხილავს, როგორც ჯანმრთელობის ზოგად პრობლემებად. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კიბოს ეს ტიპი საკმაოდ აგრესიულია და შეიძლება ძალიან სწრაფად წაართვას ადამიანს სიცოცხლე – ადამიანების ნახევარზე მეტი იღუპება დიაგნოზის დასმიდან სამი თვის განმავლობაში.

პანკრეასის ქირურგიის კონსულტანტი, დოქტორი ნევილ მენეზემი, ასახელებს რიგ სიმპტომებს, რომლებიც არ უნდა იყოს იგნორირებული და მათი გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს ზოგიერთ გავრცელებულ პათოლოგიას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ ისინი ოთხ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ისინი არ უნდა მივაწეროთ დაღლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებს ან არასრულფასოვან კვებას. გავრცელებული გამაფრთხილებელი ნიშნებია: მუცლის ან ზურგის მიდამოს მუდმივი ტკივილი, რომელიც არ ქრება ან არ მსუბუქდება მედიკამენტების მიღების შემდეგ.  განაგრძეთ კითხვა

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  კვლევა - ესპანელმა ონკოლოგებმა პანკრეასის კიბოს განკურნების მეთოდს მიაგნეს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ