ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს და დერმატოლოგიაში პოპულარულ დანამატებზე საუბრობს
დერმატოლოგიაში პოპულარული დანამატები – კანი, ფრჩხილები, თმა….(Biotin)
ასევე კოლაგენი დანამატის სახით
რა არის საკვები დანამატების გამოყენების სამეცნიერო მტკიცებულება დერმატოლოგიაში?
სამწუხაროდ საკვებ დანამატებს ხშირად იყენებენ კანის, თმის და ფრჩხილების სხვადასხვა დაზიანების სამკურნალოდ და “სიჯანსაღისთვის”. ასევე დერმატოლოგები ხშირად უწევენ რეკომენდაციას მათ გამოყენებას.
დერმატოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი დანამატებია – ცინკი (თუთია), biotin (ბიოტინი – ვიტამინი B), ვიტამინი D, ნიკოტინამიდი (nicotinamide – ვიტამინი B3), პოლიპოდიუმი (polypodium – კლდის ძირტკბილა), ასევე კოლაგენი
სამეცნიერი მტკიცებულება მათი უსაფრთხოების და ეფექტურობის თაობაზე შეზღუდულია (Evidence for the safety and efficacy of these supplements is limited.)
არ არსებობს მათი დოზირების და მათი მიღების შედეგად დამდგარი გამოსავლის სტანდარტიზებული მაჩვენებელი. არ არის ცნობილი და შესწავლილი მათი გვერდითი ეფექტები.
ასევე, არსებული მტკიცებულება არასაკმარისია იმისათვის რომ რეკომენდირებულ იქნას Biotin ან Zinc დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. (Current evidence is insufficient to recommend the use of biotin or zinc supplements in dermatology).
მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი სარწმუნო, მაღალი ხარისხის კვლევების შედეგად.
ასევე – FDA-იმ გამოსცა გაფრთხილება საკვებ დანამატ Biotin-ის (ვიტამინი B7) მოქმედების შესახებ ტროპონინის ანალიზის პასუხის ცვლილების კუთხით, ანუ მან შესაძლოა შეცვალოს ტროპინინის მაჩვენებელი, ასევე TSH (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია) და პარათირეოიდული ჰორმონის მაჩვენებელი (PTH)
JAAD – April 29, 2020
ასე რომ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით კარდიოლოგიური პაციენტების და არამარტო, ანამნეზის დეტალური გამოკითხვა – ხომ არ აქვთ მიღებული ეს საკვები დანამატი.
ასევე მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი საკვები დანამატი – კოლაგენი
კოლაგენის მიღება დანამატის სახით უეფექტოა კანის სტრუქტურის გაჯანსაღების სახით, სარგებელი ვერ იქნა ნაჩვენები ყველაზე მაღალი მტკიცებულების მიხედვით (რენდომიზებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევების სისტემური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი)
Meta-analysis of RCTs, unlike previous meta-analyses, we found that collagen supplements had no beneficial effect on skin aging in the meta-analysis of high-quality studies and nonfunded studies from pharmaceutical companies. The current study is the first systematic review and meta-analysis to report no effect of collagen supplements on skin aging. Although further large RCTs are warranted to confirm our findings, there is currently no clinical evidence to support the use of collagen


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

