სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიეს ქირურგიული ჩარევა ორგანიზმისთვის სტრესულია და ამიტომ ოპერაციის შემდეგ უყურადღებობა გართულებებს ხშირად...

ეს ქირურგიული ჩარევა ორგანიზმისთვის სტრესულია და ამიტომ ოპერაციის შემდეგ უყურადღებობა გართულებებს ხშირად იწვევს – სიბრძნის კბილის ამოღება ბევრისთვის დიდი შვებაა

სიბრძნის კბილის ამოღება ბევრისთვის დიდი შვებაა, მაგრამ პროცედურის დასრულება ყოველთვის არ ნიშნავს პრობლემების დასრულებას.

პროფესორი  გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)**
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)

ეს ქირურგიული ჩარევა ორგანიზმისთვის სტრესულია და ამიტომ ოპერაციის შემდეგ უყურადღებობა გართულებებს ხშირად იწვევს.

სიბრძნის კბილებს ასე იმიტომ ეწოდა, რომ შედარებით მოწიფულ ასაკში – 17-დან 21 წლამდე ამოიჭრება, თუმცა ცნობილია უფრო გვიან ამოჭრის შემთხვევებიც. მაგალითად, გინესის რეკორდების წიგნში შესულია ადამიანი, რომელსაც სიბრძნის კბილი 94 წლის ასაკში ამოეჭრა.

მართალია,  ამ კბილებს სიბრძნესთან არაფერი აკავშირებთ, მაგრამ პირნათლად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას – საჭმელს აქუცმაცებენ, რომ გადაყლაპვა და მონელება გაგვიადვილოს.

ზრდასრულ ადამიანს 32 კბილი აქვს. სიბრძნის კბილები მერვე წყვილად არის განლაგებული ზედა და ქვედა ყბებზე. მათ მიაკუთვნებენ ყველაზე ძლიერი და ფართო – დიდი ძირითადი – კბილების ჯგუფს, რომლებსაც მთავარი როლი აკისრია საკვების დაქუცმაცებაში.

სიბრძნის კბილების ამოჭრამ შესაძლოა მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს. ეს ნორმალურია. მაგრამ ხდება ისეც, რომ პირის ღრუში არ არის საკმარისი ადგილი და კბილები არასწორი მიმართულებით ამოდის, ხან კი სულაც არ ამოიჭრება – ყბის ძვალში რჩება და პრობლემებს უდებს სათავეს. მედიცინაში ამას რეტენცია ეწოდება.

რა იწვევს სიბრძნის კბილის რეტენციას

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიბრძნის კბილის რეტენცია საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცხოვრების წესის, კვებითი ჩვევების და, დასასრულს, ყბების ფორმის შეცვლის შედეგია.

რეტენცია შეიძლება იყოს ნაწილობრივიც, როდესაც კბილის გვირგვინის გარკვეული ნაწილი ხილულია, და სრულიც, როდესაც კბილი საერთოდ არ ჩანს. რეტენირებული კბილი შესაძლოა განლაგებული იყოს ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, კუთხით.

რეტენირებული სიბრძნის კბილები ყოველთვის არ იწვევს ჩივილებს, მაგრამ თუ დაინფიცირდა ან სხვა კბილებს მიაწვა, თავს იჩენს ღრძილების შეშუპება, სიწითლე, მოიმატებს მათი მგრძნობელობა, დაიწყება სისხლდენა, ყბის ტკივილი, გაჩნდება არასასიამოვნო სუნი ან გემო პირის ღრუში. თუ რეტენირებულ კბილზე ან მის სიახლოვეს ცისტა განვითარდა, შესაძლოა, მეზობელი კბილის ფესვი ან ყბის ძვალიც დაზიანდეს.

  ვიტამინი D საქართველოში — უსაფრთხო არჩევანის გზამკვლევი

გართულებები

რეტენირებული სიბრძნის კბილები, როგორც უკვე ვთქვით, არაერთი პრობლემის სათავეა. მეზობლად მდებარე, მეორე დიდ ძირითად კბილზე ზეწოლა ხშირად მის დაზიანებას იწვევს, ასეთ დროს იზრდება ინფექციის განვითარების რისკიც. ხოლო თუ კბილების თანწყობა დაირღვა, ორთოდონტიული დახმარებაა აუცილებელი.

სიბრძნის კბილი ვითარდება ყბის ძვლის პარკში, რომელიც შესაძლოა სითხით ამოივსოს და წარმოიქმნას ცისტა, რომელიც ყბის ძვალს, კბილებსა და ნერვებს დააზიანებს. იშვიათად ვითარდება სიმსივნური, თუმცა, როგორც წესი კეთილთვისებიანი წარმონაქმნიც, ეს გართულება კი შესაძლოა ქსოვილებისა და ძვლის ნაწილის მოცილების მიზეზადაც იქცეს.

ნაწილობრივ რეტენირებული სიბრძნის კბილი კარიესის საფრთხესაც უქმნის მეზობელ კბილებს. სავარაუდოდ, ასე იმიტომ ხდება, რომ სიბრძნის კბილების გახეხვა მათი ლოკალიზაციის გამო შედარებით ძნელია და საკვების ნარჩენები და ბაქტერიები ადვილად გროვდება ღრძილებსა და ნაწილობრივ ამოჭრილ კბილებს შორის.

ნაწილობრივ ამოჭრილი სიბრძნის კბილები და მათ წმენდასთან დაკავშირებული სირთულეები ზრდის ღრძილების ანთების – პერიკორონიტის საფრთხეს.

რა ითვლება ჩვეულებრივ რეაქციად?

ექსტრაქციის შემდეგ მოსალოდნელია:

  • შეშუპება;

  • სისხლჩაქცევები;

  • მსუბუქი ან ზომიერი ტკივილი;

  • მცირე სისხლდენა;

  • ტემპერატურის მცირე მატება პირველივე დღეებში.

  • ეს ნიშნები ჩვეულებრივ 3–5 დღეში იკლებს, უფრო რთული ამოღებისას — დაახლოებით ერთ კვირაში. ექიმი ჩვეულებრივ ნიშნავს ტკივილგამაყუჩებლებს და ზუსტ ინსტრუქციებს, რომელთა დაცვა აუცილებელია.

რა შემთხვევებში არის აუცილებელი ექიმთან დაუყოვნებლივ წასვლა?

არსებობენ სიმპტომები, რომლებიც ნორმალურ შეხორცებას აღარ შეესაბამება:

მომატებული ტკივილი, რომელიც არ კლებულობს და თან ახლავს პულსაციას, წვის შეგრძნება ან მუდმივ სიცხე — ასეთ დროს დიდი ალბათობით ანთებითი პროცესი ვითარდება.

შეშუპების გაძლიერება — შესაძლოა მიუთითებდეს ინფექციაზე ან ალერგიულ რეაქციაზე.

მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება — ზოგჯერ ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობაში ნარჩენი ქსოვილი ან ძვლის ფრაგმენტი რჩება.

ძლიერი სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება — შესაძლოა სისხლძარღვი იყოს დაზიანებული და აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა.

  ახალი საფრთხე საქართველომდეც მოვიდა…

შესაძლო გართულებები

ერთ-ერთი გავრცელებული გართულება არის მშრალი ალვეოლა — მდგომარეობა, როდესაც ჭრილობაში არ წარმოიქმნება დამცავი სისხლის კოლტი ან ის ნაადრევად გარდაიკარგება. კოლტის გარეშე ღრმული დაუცველი რჩება და ტკივილი ხშირად ყურამდე ასხივებს. მკურნალობის უპრიველეს შემთხვევაში ვითარდება ალვეოლიტი — კბილბუდის ჩირქოვანი ანთება.
ალვეოლიტის ნიშნებია: ძლიერი ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, არასასიამოვნო სუნი და ზოგჯერ — ჩირქი. ასეთ დროს თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები?

  • არ შეეხოთ ჭრილობას არც თითით და არც სხვა ნივთით.

  • პირის ღრუს გადაჭარბებული გამორეცხვაც დაუშვებელია — შეიძლება კოლტი გამოირეცხოს.

  • მოერიდეთ ცხელი აბაზანებს, დატვირთულ ფიზიკურ აქტივობას, საუნასა და ცხელი შხაპის მიღებას — სიცხე ხელს უწყობს სისხლდენას და ინფექციის გავრცელებას.

  • პირველი დღეების განმავლობაში არ დაღეჭოთ ოპერაციის მხარეს; თავი შეიკავეთ ძალიან ცხელი, ძალიან ცივი ან მყარი საკვების მიღებისგან.

  • პირის ჰიგიენის იგნორირება ასევე საზიანოა — რბილი ნადები ბაქტერიების სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს, რაც შესაძლებელია ჭრილობის ინფიცირებაში გადაიზარდოს.

რა უნდა გააკეთოთ სწორი შეხორცებისთვის?

• პირველი 3–4 საათი თარიღეთ საკვები და სითხე.
• ლოყაზე დაიდეთ ცივი კომპრესი — ეს ამცირებს შეშუპებას და ტკივილს.
• მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ყველა წამალი იმას ისე, როგორც მითითებულია (ხშირად 5–7 დღიანი კურსია საჭირო).
• 10–14 დღის განმავლობაში იკვებეთ მეორე მხარეს და შეარჩიეთ რბილი, ოთახის ტემპერატურის საკვები.

კბილების გახეხვა ოპერაციის შემდეგ

პირის ღრუს ჩვეულებრივ ძველებურად უნდა მოუაროთ, თუმცა ოპერაციის მხარე განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
სასურველია გამოიყენოთ რბილი, ბავშვებისთვის განკუთვნილი ჯაგრისი და არ შეეხოთ ჭრილობასა და ნაკერებს. ირიგატორის გამოყენება დროებით უმჯობესია გადადოთ.

რატომ არ ხდება სიბრძნის კბილის პროთეზირება?

სხვა კბილის ამოღების შემდეგ, ექიმები ხშირად გვირჩევენ დაკარგული კბილის აღდგენას, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა გართულება.
სიბრძნის კბილი კი ფუნქციურად ნაკლებად აქტიურია, პრიმიტიული სტრუქტურაა და ჩვეულებრივ ღეჭვის პროცესში დიდ როლს აღარ ასრულებს. სწორედ ამიტომ მისი ამოღების შემდეგ პროთეზირება საჭირო არ არის — მთავარი მიზანია ჭრილობის სწრაფი შეხორცება და ანთებითი პროცესების თავიდან აცილება.

 პროფესორი გიორგი ფხაკაძე 
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვის დაუპირისპირდა გიორგი ფხაკაძე - „არ არის რეკომენდებული, არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights