ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმიჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება - მიაქციეთ ყურადღება!

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება – მიაქციეთ ყურადღება!

თვალის გარკვეული ნიშნები ხშირად მიუთითებს ადამიანის საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაძლოა სხვა ორგანოების დაავადებებიც გამოავლინოს.

ხშირად თვალის პრობლემები სხვა სერიოზული დაავადებების სიმპტომიც არის.

ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება.

მხედველობის მკვეთრი გაუარესება: დიაბეტის სიმპტომი

ზოგჯერ თვალის ცვლილებები შაქრიანი დიაბეტის არსებობაზე მეტყველებს — ეს დაავადება ხშირად იწვევს კატარაქტის შედარებით ადრე განვითარებას.

ხშირად კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული პათოლოგიის შესახებ ადამიანები ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს იგებენ, როდესაც მას მხედველობაზე ჩივილებით მიმართავენ. დიაბეტური რეტინოპათია (ბადურის არაანთებითი დაზიანება, გამოწვეული სისხლძარღვოვანი მოშლილობით თვალებში) არის II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულება საკმაოდ გვიან სტადიაზე. დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არანაირად არ ავლენდეს თავს, ხოლო მისი პირველი სიმპტომი მხედველობის მკვეთრი გაუარესება იყოს.

ქუთუთოების შეშუპება, თვალის კაკლის ტკივილი: ფარისებრი ჯირკვლის შესაძლო დაავადებები

ენდოკრინული ოფთალმოპათია ვლინდება ქუთუთოების შეშუპებით, თვალს უკან ტკივილით, თვალის ნაპრალების გაფართოებითა და თვალის კაკლების წინ დგომით (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თვალების გადმოკარკვლით). ეს დაავადება არის დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის ან გრეივსის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომი. გრეივსის დაავადება გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებას. შემთხვევათა 50%-ში მას თან ახლავს თვალის დაზიანება. ეს იმის გამო ხდება, რომ ჰორმონების გაზრდილი გამომუშავება გავლენას ახდენს თვალბუდის რბილ ქსოვილებზე და ანთების პროვოცირებას ახდენს.

როცა სისხლში ქოლესტერინი მომატებულია, თვალის გარშემო შეიძლება წარმოიქმნას მოყვითალო ცხიმოვანი ჩალაგებები — ქსანტელაზმები. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს ფერადი გარსის ირგვლივ ლურჯი ან ნაცრისფერი რკალის გაჩენა.

თვალები ასევე შეიძლება მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იყოს ღვიძლის დარღვევებისას. მაგალითად, ჰეპატიტის დროს თვალის თეთრი ნაწილი და რქოვანა ხშირად იღებს მოყვითალო შეფერილობას. ამის მიზეზი სისხლში ბილირუბინის დონის მატებაა, რომელიც ამ დროს ღვიძლს სათანადოდ ვერ გადააქვს. გარდა ამისა, თვალის ფერად ან სისხლძარღვოვან გარსზე შეიძლება მელანომის ნიშნებიც გამოჩნდეს. ხოლო თვალების სიმშრალე ზოგჯერ A ვიტამინის ნაკლებობის გამომწვევი შედეგია.

  უვარგისი საკვები ბავშვებისთვის: გიორგი ფხაკაძე ავერსი ფარმას - Aversi Pharma -ს: „ავერსი ფარმა - Aversi Pharma რატომ არ წყვეტთ პოტენციურად საშიში პროდუქტების რეკლამას?“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights