პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარისხვა-ამბებითბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული ორჯერ გაუჩერდა

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული ორჯერ გაუჩერდა

თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმებმა პაციენტს კლინიკაში მიყვანამდე, გაჩერებული გული აუმუშავეს და მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს.

“თბილისის სასწრაფო დახმარების მე- 14 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში შევიდა.

ადგილზე უსწრაფესად მისულ 1432 ბრიგადას 55 წლამდე მამაკაცი გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილით დახვდათ. ოჯახის წევრების გადმოცემით, პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადება ანამნეზში არ ჰქონდა. მამაკაცს წინა დღითაც ჰქონდა მსგავსი სიმპტომი და სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა.

ექიმმა პაციენტს, რომელიც ციანოზური იყო, სწრაფად მიაწოდა შესაბამისი მედიკამენტი და დაიწყო ელექტროკარდიოგრამის გადაღების პროცესი, პარალელურად მოხდა პაციენტის ვენის კათეტერიზაცია. წნევა ნორმის ფარგლებში ფიქსირდებოდა. ელექტროკარდიოგრამაზე უკანა ქვედა კედლის ინფარქტი დაფიქსირდა.

მოულოდნელად მამაკაცმა გონება დაკარგა. ბრიგადის წევრებმა დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, ექიმმა მარიამ უდესიანმა გამოიყენა ელექტროდეფიბრილაცია, პარალელურად პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, მეორე შოკის და ადრენალინის შემდეგ დაფიქსირდა სინუსური რითმი და პაციენტი გონს მოვიდა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და ფორსმაჟორში დაიწყეს ჰოსპიტალიზაციის პროცესი.

კლინიკაში შესვლამდე პაციენტმა გონება ისევ დაკარგა, სასწრაფოს ბრიგადას გაჩერება მოუწია. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით, გონზე მყოფი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ჰოსპიტალიზირებული, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ბინაზე გაეწერა.

მალევე მამაკაცის მეგობარი ექიმ მარიამ უდესიანს დაუკავშირდა, მოგვიანებით კი თავად პაციენტმა დარეკა და ექიმს მისი გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

მარიამ უდესიანი 15 წელია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელია. ექიმისთვის ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც წარმატებით შეძლო პაციენტის გაჩერებული გულის მუშაობის აღდგენა.

#გვეამაყებაექიმი მარიამ უდესიანიუმცროსი ექიმი ნატო ჩოკოშვილი მძღოლი გელა კოპაძე” – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად.”

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ძილის დარღვევა ბავშვებში - ბავშვის ძილის ხარისხის შესაფასებლად ექსპერტები გირჩევენ, უპასუხოთ რამდენიმე მარტივ კითხვას
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights