ესპანეთში აფრიკული ღორის ჭირი
ესპანეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა აფრიკული ღორის ჭირის შესაკავებლად. ბარსელონასთან ახლოს ველურ ღორებში აღმოჩენილმა შემთხვევებმა და ეჭვმა, რომ ვირუსი დაბინძურებული საკვების ნარჩენით გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა — ბიოუსაფრთხოება და ნარჩენების მართვა სახელმწიფო უსაფრთხოებაა.
პროფესორ გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება:
დაუდევრად დაყრილი საკვები და ველურ ცხოველებთან კონტაქტი სერიოზულ ეპიდემიებად გადაიქცეოდა, დღეს სამწუხაროდ რეალობა გახდა.
ადამიანებისთვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა ეს მძიმე დარტყმაა სოფლის მეურნეობისთვის, ფერმერებისთვის და ექსპორტისთვის.
როგორ გავრცელდა
ვირუსის წყაროდ სახელდება დაბინძურებული სენდვიჩი ან სხვა საკვების ნარჩენი, რომელიც ველურმა ღორმა ჭამა. ამიტომაც ვამბობთ — ნაგავი არის ბიოლოგიური რისკი, რომელსაც შეუძლია მილიონიან ზიანამდე მიგვიყვანოს.
რა ქნა ესპანეთმა
• შეიზღუდა პარკები და ტყის ზონები
• ჩაერთო სამხედრო და ვეტერინარული ძალები
• გამოცხადდა 20 კმ-იანი კონტროლის ზონა ფერმების გარშემო
• ნაწილობრივ შეჩერდა ექსპორტი
რა უნდა ვისწავლოთ საქართველომ
• ნარჩენების მართვა არის ეროვნული უსაფრთხოება
• ბიოუსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს როგორც ფერმებში, ისე ქალაქებში
• საჭიროა მოსახლეობის ინფორმირების გაძლიერება
ეს არის მკაფიო მაგალითი, როგორ შეიძლება ერთი დაუდევარი მოქმედება ფინანსურ, ეკოლოგიურ და სოციალურ კრიზისად გადაიქცეს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.

