ჩვევები, რომლებიც მკერდის კიბოს რისკს ზრდის

კვლევა - სამმაგად ნეგატიურ ძუძუს კიბოს უჯრედებს აქვთ მაღალი მოთხოვნილება სელენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უჯრედები გაფანტულად ან იზოლირებულად მდებარეობენ
#post_seo_title

სარძევე ჯირკვლის კიბო კვლავ ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ქალებში, ხოლო მისი განვითარების რისკზე როგორც გენეტიკური, ისე ცხოვრებისეული ფაქტორები მოქმედებს.

„MedPrime“-ის კლინიკის ქირურგი, ონკოლოგ-მამოლოგი ასახელებს ჩვევებს, რომლებიც კიბოს რისკს ზრდის.

ექიმის თქმით, სიცოცხლის განმავლობაში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების საშუალო ალბათობა 12,5%-ს შეადგენს. რისკი ასაკთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება და 55 წელს გადაცილებულ ქალებში უფრო მაღალია.  ფაქტორებს შორისაა მემკვიდრეობა, ასაკი, აგრეთვე მენსტრუალური ციკლის თავისებურებები.

რისკ-ფაქტორებია ასევე ჭარბი წონა, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარებას, ნაკლები ფიზიკური აქტივობა. მამოლოგის თქმით, წონის კონტროლი, რეგულარული ვარჯიში და მავნე ჩვევებზე უარის თქმა ამ რისკების შემცირებას უწყობს ხელს.

ექიმი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას რეგულარული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე:

40 წლის შემდეგ რეკომენდებულია მამოგრაფია, უფრო ახალგაზრდა ასაკში — ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ექიმის თქმით, რისკის შემცირების მიზნით სასურველია უარი ითქვას სოლარიუმში ხშირ ვიზიტებზე, ტოპლეს გარუჯვაზე და იმ მოვლის საშუალებებზე, რომლებიც პარაბენებსა და ფთალატებს შეიცავს, ნივთიერებებს, რომლებიც პოტენციურ ჰორმონულ დესტრუქტორებად ითვლება. ექიმი ასევე ხაზს უსვამს სარძევე ჯირკვლის დაცვას ტრავმებისა და ზედმეტი ზეწოლისგან.

ამასთან, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ალუმინის შემცველი დეოდორანტები, ძალიან მჭიდრო თეთრეული და მკერდზე პირსინგი სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს არ ზრდის.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  „ზომბი ნეირონები” -რა არის "ზომბი ნეირონი" და როგორ ვიყენებთ მას - კვლევა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ