ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
მთავარისამინისტრომინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის.

1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის.

მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა თენგიზ ცერცვაძის ღვაწლი, რომლის ხელმძღვანელობითაც ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი და უნარი, ეფექტიანად გაუმკლავდეს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, საქართველო ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა, შიდსთან ბრძოლის მიმართულებით. გაფართოვდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა როგორც დიაგნოსტიკის, ისე – მკურნალობის მხრივ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სერვისების ეფექტიანობასა და დროულ ხელმისაწვდომობას. საქართველოში, უზრუნველყოფილია აივ/შიდსის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა, მათ შორის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის სერვისი. აივ ტესტირება კონფიდენციალურია და უფასო.
ღონისძიების ბოლოს, გაიმართა შიდსთან ბრძოლის სფეროში, განსაკუთრებული წვლილის მქონე სპეციალისტების დაჯილდოება, რომელთაც ჯანდაცვის მინისტრმა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ჯილდო გადასცა.

შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სამედიცინო დაწესებულებების, სამოქალაქო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "პინეოში" დაბადებული ახალშობილი, რომელიც მხოლოდ 550 გრამს იწონიდა, მშობლებს ჯანმრთელი დაუბრუნდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights