სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე - გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად...

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე – გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სისტემის მდგრად განვითარებას

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სფეროს განვითარების გეგმები განიხილა.

მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმა გაგრძელდება. ნებისმიერი ცვლილება დაეფუძნება დეტალურ ანალიზს, ზუსტ გათვლებსა და სექტორთან უწყვეტ დიალოგს, რათა თავიდან იქნას აცილებული კადრების დეფიციტის შესაძლო გაღრმავება და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის თანმიმდევრული განვითარება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე – გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სისტემის მდგრად განვითარებას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ყველაზე ჭუჭყიანი საგნები, რომლებსაც ყოველდღიურად ეხებით – რას ამბობენ ექსპერტები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights