ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025
მთავარიშენი ექიმიროგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად - მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი...

როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად – მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელი პროდუქტი რასთან ურთიერთობაში, რომელ მასალასთან ურთიერთობაში ქმნის რისკს

როგორი ჭურჭელი უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად:

„არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ“ – საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი მარი მალაზონია”:

„არ შეიძლება, ღვინო პლასტმასის ჭურჭელში შევინახოთ. ღვინოს პლასტმასის ბოთლი ან ჭურჭელი ნამდვილად არ უხდება — ასეთი მასალა ბარდაზე ცუდ გავლენას ახდენს და სასმლის ხარისხსაც აკლებს. იგივე ეხება მჟავე პროდუქტებს: აჯიკას, ტყემალს, ძმარს და სხვა მსგავსი საკვებს პლასტმასში შენახვა რეკომენდებული არ არის, რადგან მჟავიანობა პლასტმასის კომპონენტებთან რეაქციაში შევა და საბოლოოდ არც ჯანმრთელობისთვისაა სასურველი და არც პროდუქტის ბიოქიმიური სტრუქტურისთვის.

ასევე, თუ ემალირებულ თასს ან ქვაბს ნახეთ ამოღლეტილი ან დაზიანებული ადგილი, მისი გამოყენება ჯობია შეწყვიტოთ — დაზიანებული ემალი უკვე აღარ იცავს საკვებს ლითონთან ზერელე კონტაქტისგან.

არ არის საჭირო ყველა ახალი, „მაღალტექნოლოგიური“ ნივთის უსათუოდ მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია ან ხშირად ჩანს სოციალურ ქსელებში. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მასალა რასთან მოქმედებს, რომელი კომბინაცია შეიძლება გახდეს არასასურველი და როგორ ავიცილოთ თავიდან საფრთხე, რომელიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველ დეტალებში იმალება.

მაგალითად, ხის, მინის, კერამიკისა და თიხის ჯამი ერთმანეთს შევადაროთ. რა თქმა უნდა, ხის მასალა ძალიან სასარგებლოა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბუნებრივი თვისებების გამოყენება. მათ შორის, საგემოვნო თვალსაზრისით. მაგრამ, ხორც-პროდუქტებისათვის ხის ჭურჭლის ან ხის დაფის გამოყენება შეიძლება, მაღალი რისკის შემცველი იყოს, რადგან ესა თუ ის მიკროორგანიზმი, მიკრობი დარჩეს ამ მასალაში დარჩეს და ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნას ამ ჭურჭლის ხელმეორედ გამოყენების დროს.

მინის ჭურჭელი ძალიან ეფექტიანად გამოიყენება როგორც შესანახად, ასევე თერმული დამუშავებისთვისაც, მაგრამ შეგვიძლია, ყველანაირი ცხიმი შევინახოთ ისეთ გამჭვირვალე ჭურჭელში, რომელიც ხელთ მაქვს? – არა.“

ცხიმი არ შეიძლება გამჭვირვალე ჭურჭელში შევინახოთ, რადგან მასში არსებული, მაგალითად, A ვიტამინი დაიშლება და ის სიკეთე, რაც ამ პროდუქტისგან უნდა მივიღოთ, მხოლოდ არასწორად შერჩეული ჭურჭლის გამო დაგვეკარგება. კარაქი და ზეთი სასურველია, მინის დაბურულ, მუქი ფერის ჭურჭელში შევინახოთ, რომელიც გამჭვირვალე არ არის.

  კვლევა - დიდი რაოდენობით ცილის მიღება არტერიებზე ცუდად მოქმედებს

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights