ქართული მედიცინის უნიკალური არტეფაქტები
ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში.
იადიგარ დაუდი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული სამედიცინო ფარმაკოლოგიური ხელნაწერია, ის დავით XI-ს უკავშირდება. სახელი სპარსულიდან ასე ითარგმნება: „დავითის საჩუქარი“. ირანში გატაცებულ ქართლის მეფეს განათლება აღმოსავლურ ენებსა და მეცნიერებაში, მათ შორის სამედიცინო და ფარმაკოლოგიური მიმართულებით მიუღია.
დავითის სამკურნალო საგანძური ერთ-ერთი პირველი ქართული სამედიცინო ენციკლოპედიაა. იადიგარ დაუდი აერთიანებს ავიცენას კანონების სტრუქტურას, ბერძნულ-არაბულ მედიცინას, ქართულ მცენარეულ რეცეპტებს და გვაჩვენებს, თუ როგორ მკურნალობდნენ ქართველები ათასწლაულების წინ…
წიგნის ზოგად ნაწილში მოკლე ანატომიური-ფიზიოლოგიური მონაცემების შემდეგ დეტალურადაა განხილული ჰიგიენისა და დიეტეტიკის საკითხები და დიაგნოსტიკური საშუალებები.
ავტორი დაწვრილებით აღწევს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკერნალობის წესებს, „ძილისა და სიფხიზლის“, სქესობრივი ჰიგიენის საკითხებს, იხილავს საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების თვისებებს, მათ კვებითს და სამკურნალო ღირებულებასა თუ მავნებლობას.
თანმიმდევრულადაა განხილული იმ დროს არსებული მედიცინის თითქმის ყველა დარგი: უპირველეს ყოვლისა ნერვული და ფსიქოლოგიური დაავადებები, შემდეგ თვალის, ყურის, კბილის, სახსრებისა და კანის, შარდ-სასქესო და სხვა შინაგანი ორგანოების დაავადებები, ციებ-ცხელება, მოტეხილობა, სიდამწვრე და ა. შ. „იადიგარ დაუდში“ თითქმის ყველა დაავადება ცალცალკეა დახასიათბული, აღწერილია აგრეთვე კლიმატურ-ბალნეოლოგიური და სხვა ბუნებრივი ფაქტორების სამკურნალო გამოყენება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

