ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
მთავარიაკრედიტაციალაბორატორიის რისკების მატრიცა – პრობლემები, რომლებიც დღემდე იშვიათად იზომება | დღევანდელი რეალობა

ლაბორატორიის რისკების მატრიცა – პრობლემები, რომლებიც დღემდე იშვიათად იზომება | დღევანდელი რეალობა

ლაბორატორიის რისკების მატრიცა – პრობლემები, რომლებიც დღემდე იშვიათად იზომება | დღევანდელი რეალობა

რატომ ვერ იყენებს თითქმის ყველა ლაბორატორია რისკების მატრიცას სწორად?
რა ხდება შიდა აუდიტზე და რატომ რჩება რისკების შეფასება მხოლოდ ფორმალურად?

ავტორი: ასოცირებული პროფესორი მალხაზ ბაბუაშვილი — პროცესის კოორდინატორი, ლაბორატორიული ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარების ექსპერტი, Accreditation Canada-ის საქართველოს წარმომადგენლობის გუნდის წევრი.

დღეს ნებისმიერი ქართულ ან რეგიონული სამედიცინო ლაბორატორიის შიდა აუდიტზე მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამთ — „სად გაქვთ განახლებადი, დინამიკური და რეალურად გამოყენებადი რისკების მატრიცა?“ — პასუხი თითქმის ყოველთვის ასეთი იქნება:

👉 „გაკეთებულია… სადღაც დოკუმენტებშია… გასულ წელს…“
– ეს არის პრობლემა.

რისკის მატრიცა არ არის ფორმალობა. ეს არის ცოცხალი ინსტრუმენტი, რომელიც ან მართავს უსაფრთხოებას, ან მისი არქონა ქმნის სისტემურ საფრთხეებს.
მოდი, ვთქვათ ხმამაღლა — დღეს საქართველოში რისკის მატრიცა 90% ლაბორატორიაში ფორმალურად არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად არ მუშაობს. რატომ? – ეს სტატიაც სწორედ ამის გასაშიფრადაა.

ISO 15189:2022-ის 5.6 მუხლი ლაბორატორიას ავალდებულებს, შექმნას, დანერგოს და განახორციელოს სისტემური პროცესი, მაგრამ თუ როგორ უნდა დაინერგოს და განხორციელდეს იგი – ამის დეტალურ ინსტრუქციას არ იძლევა.
ლაბორატორია ვალდებულია, სხვა ორი სტანდარტი გამოიყენოს როგორც გზამკვლევი რისკის მართვაში ხოლო ISO 15189 — როგორც აუცილებელი მოთხოვნა.
აქედან გამომდინარე, დღევანდელ სიტუაციაში გამოვყოფდი შემდეგ პრობლემებს, რომელზეც მუშაობა და მათი გადაჭრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული უსაფრთხო პროცესების და სანდო შედეგების კუთხით სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ფუნქციონირებისათვის.

პრობლემა #1 — რისკის მატრიცას მხოლოდ „სერტიფიცირების“ წინ იგონებენ

ISO 15189:2022 გვეუბნება: რისკის შეფასება არის უწყვეტი, დინამიკური და პროცესზე ორიენტირებული მოქმედება.
ჩვენთან კი მატრიცა იქმნება:

• ერთხელ

• მხოლოდ აუდიტორებისთვის

• ზოგადი ტექსტებით („შესაძლოა… შეიძლება… იშვიათი… საშუალო…“)

• ფაქტობრივი სამუშაო პროცესის დაუკავშირებლად.
ეს მატრიცა არაფერს მართავს — მხოლოდ ფურცელია. რისკი კი რეალურ ცხოვრებაში ცხოვრობს, მოძრაობს, იცვლება.

  „გთხოვთ წაიკითხოთ და გააზიაროთ“

პრობლემა #2 — მატრიცა ბრმა და ზედაპირულია: ხდომილობა „ნახევრად“ აფასებენ როგორც წესი, ქართულ ლაბორატორიებში ხდომილობა ფასდება 3 კატეგორიით:

დაბალი“, „საშუალო“, „მაღალი“ — მაგრამ რეალურად:

❌ არ ხდება მონაცემების შეგროვება

❌ არ ხდება ტენდენციის ანალიზი

❌ არ გამოიყენება ინციდენტების/შეუსაბამობების ისტორია

❌ არ ხდება არაორგანიზებული საფრთხეების შეფასება
ანუ „სავარაუდო“ ხდება „რეალურის“ ნაცვლად.
მაგალითად: თუ ბოლო 12 თვეში დაფიქსირდა 44 ჰემოლიზი, მაგრამ მატრიცაში წერია „დაბალი რისკი“ — ეს უკვე კრიტიკული შეუსაბამობაა.

პრობლემა #3 — შედეგის სიმძიმე თითქმის ყოველთვის არასწორია

რისკის შედეგი ხშირად ფასდება არა კლინიკური ზემოქმედებით, არამედ…

🔹 „აქამდე არაფერი მომხდარა“

🔹 „თანამშრომელი გამოცდილია“

🔹 „ტექნიკა კარგი გვაქვს“
ეს კატასტროფულად შეცვლილი მიდგომაა.
შედეგის სიმძიმე უნდა ეფუძნებოდეს:

✔ პაციენტის ზიანის პოტენციალს

✔ სენტინელური შემთხვევის ალბათობას

✔ სისტემურ ეფექტს (მთელი დეპარტამენტი / მთელი მეთოდოლოგია)

✔ ფინანსურ გავლენას

✔ რეპუტაციულ მოტეხილობას

✔ რეგულატორულ დარტყმას

თუ ნიმუშის არასწორი იდენტიფიკაცია მატრიცაში „საშუალო“ კატეგორიაში დევს — ეს უკვე ლაბორატორიული უსაფრთხოების ფუნდამენტური ჩავარდნაა.

პრობლემა #4 — არ ხდება რეალური კონტროლის ზომების სწორად შედარება ISO 15189 მკაფიოდ ამბობს: საინჟინრო კონტროლი გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ადმინისტრაციული ან PPE.
მაგრამ ჩვენი მატრიცების 80% ასეა შედგენილი:

„PPE დამატება — რისკის შემცირება: მაღალი → დაბალი“
ეს არის მეთოდოლოგიური შეცდომა. PPE არ ამცირებს მაღალი რისკს დაბლობამდე. ეს არის უკანასკნელი ბარიერი, არა მთავარი მექანიზმი.
რეალური შემცირება მიიღწევა:

✔ პროცესის ასინქრონულობის აღმოფხვრით

✔ ავტომატიზაციით

✔ საინჟინრო ბარიერებით

✔ SOP-ის გარდატეხით

✔ ტექნოლოგიის შერჩევით

✔ საკადრო სტრუქტურის ადეკვატურობით
PPE ისევეა „გადასაფარებელი პლედივით“ — სითბო შეიძლება მოგცეს, მაგრამ შენობას არ აშენებს.

პრობლემა #5 — რისკის მატრიცა არ გამოიყენება ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ISO 15189:2022-ის ახალი ფილოსოფია ამბობს:

„რისკის შეფასება უნდა იკითხებოდეს ყოველ გადაწყვეტილებაში.“
მაგრამ ჩვენს რეალობაში:

  ჩვენ უნდა გავხსნათ ქვეყანა, ბიზნესი და ტურისტული სეზონი, მაგრამ მოვემზადოთ - გიორგი ფხაკაძე

• ახალი ანალიზატორი შემოდის → მატრიცა არ ახლდება

• SOP იცვლება → მატრიცა იგივე რჩება

• პერსონალი იცვლება → მატრიცაში არაფერი იცვლება

• ინციდენტი მოხდა → მატრიცა არ იტვირთება ახალი მონაცემებით

• ტრენინგები არ ხდება → მატრიცაში მაინც „დაბალი რისკია“
ანუ მატრიცა არ მუშაობს როგორც მართვის ინსტრუმენტი, არამედ მხოლოდ როგორც „სავალდებულო დოკუმენტი“.

პრობლემა #6 — არ ხდება რისკის ხელახალი შეფასება კონტროლის ზომების შემდეგ ISO ამბობს: „დამატებითი კონტროლის ზომების იდენტიფიცირების შემდეგ, MUST be a re-evaluation.“
მაგრამ ქართულ ლაბორატორიებში ხშირია შემთხვევა:

• კალიბრაცია გავაკეთეთ

• SOP ჩავასწორეთ

• PPE მოვუმატეთ
და ამით „პრობლემა მოგვარებულია“ –
არა – სისტემური მიდგომა მოითხოვს:

👉 ხდომილობის ახალი შეფასება

👉 შედეგის ახალი შეფასება

👉 ახალი რისკ-ქულა

👉 მოქმედების შედეგის დოკუმენტირება

ამის გარეშე კონტროლის ზომები უბრალოდ „სასურველად“ რჩება.

პრობლემა #7 — პერსონალი საერთოდ არ მონაწილეობს რისკის მატრიცის შედგენაში

ყველაზე დიდი შეცდომა: მატრიცას ყოველთვის წერს მხოლოდ მენეჯმენტი, მაგრამ რისკს ქმნის რეალურად პროცესში მყოფი ადამიანი.

🔥 დასკვნა: რისკის მატრიცა საქართველოში „არის“, მაგრამ არ „მუშაობს“ რისკის მართვა უნდა იყოს:

✔ თანამშრომლობითი

✔ დინამიკური

✔ რეალურ პროცესებზე დაფუძნებული

✔ განმეორებადი და მუდმივი

✔ დოკუმენტირებული ისე, რომ გადაწყვეტილებებს მართავდეს

✔ ანალიზზე და მონაცემებზე დაფუძნებული
დღეს ბევრი ლაბორატორია ოფიციალურად ამბობს — „ჩვენ გვაქვს რისკების მატრიცა“, მაგრამ მართალი კითხვა ასეთია:

👉 „გამოიყენებთ მას ყოველდღე?“

👉 „ცვლის ის გადაწყვეტილებებს?“

👉 „ეფექტურად ამცირებს რისკს?“
თუ პასუხი არის – არა, მაშინ რისკის მატრიცა მხოლოდ ფორმალობაა, არა უსაფრთხოების სისტემა.

დასკვნა:

ლაბორატორიის რისკების მატრიცა არის ერთადერთი რეალური ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ISO 15189:2022-ის შესაბამისობას, პაციენტის უსაფრთხოებას და ლაბორატორიის მდგრად ფუნქციონირებას.

თუმცა საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში), მისი გამოყენების მთავარი პრობლემა არის ის, რომ მატრიცა:
🚫 ფორმალურია – არა ფუნქციური
🚫 ერთჯერადია – არა დინამიკური
🚫 ინტუიციაზეა აგებული – არა მონაცემებზე
🚫 მენეჯმენტის მიერ შექმნილი – მაგრამ არა გუნდის მიერ გამოყენებული
🚫 არ აისახება ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში
🚫 არ იცვლება SOP-ის, აღჭურვილობის და ინციდენტების ცვლილებისას

  „არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი“ - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში „აფლატოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა

ეს ქმნის სიტუაციას, სადაც რისკის მატრიცა არსებობს, მაგრამ რისკი მაინც არ იმართება.

ISO 15189:2022-ის ახალი მიდგომა კი მკაფიოდ გვასწავლის:
👉 რადგან რისკი ყოველდღიურად იცვლება, მატრიცა უნდა იყოს ცოცხალი, რეგულარული და მონაცემებზე დაფუძნებული.
👉 მონაცემების გარეშე მიღებული რისკი = ყალბი უსაფრთხოება.
👉 ინტერაქტიული, გუნდის ჩართულობით შექმნილი მატრიცა = ნამდვილი უსაფრთხოების კულტურა.

იდეალური რისკის მატრიცა არის არა Excel-ფაილი, არამედ ლაბორატორიის ყოველდღიური ქცევა.

პროფესორი გიორგი ფხაკაძეAccreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში:

რისკების მართვა ლაბორატორიაში არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც მხოლოდ დოკუმენტების არსებობით ვერ ფასდება. ჩემი გამოცდილებით, ბევრ ლაბორატორიაში რისკების მატრიცა არსებობს ფორმალურად, თუმცა რეალურად არ მოქმედებს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში. ეფექტური რისკების მატრიცა უნდა იყოს დინამიკური, მონაცემებზე დაფუძნებული და ყველა პერსონალის ჩართულობით შექმნილი. ISO 15189:2022-ის ახალი მიდგომა სწორედ ამას მოითხოვს — რომ რისკი ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილი იყოს და არა მხოლოდ აუდიტის დროს გაწერილი ცარიელი ფურცელი.“

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights