ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
მთავარისიახლეებიკრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – კონტროლი  განხორციელდა 200-მდე ობიექტში თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გაურკვეველი წარმომავლობის საღებავის გამოყენების ფაქტები – ასეთია ჩამონათვალი დარღვევებისა, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თევზის შესაბოლი საწარმოები, თევზისა და ხიზილალის საწარმოები, სატბორე მეურნეობები და თევზის სარეალიზაციო ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმეს. დღეისათვის, სახელმწიფო კონტროლი ჩატარებულია 200-მდე ობიექტში. 

თბილისში, თევზის შესაბოლ ორ საწარმოში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია; თევზის შესაბოლი კამერის დაზიანებული ჭერი, ასევე, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

📍მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, სხვა ჩამონათვალთან ერთად, ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე საკვები საღებავისა და სხვა დანამატების დასახელების დატანას. ბიზნესოპერატორი ასევე ვალდებულია, წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატი. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე არ არის დატანილი ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ბიზნესოპერატორს ეკრძალება ასეთი სურსათის რეალიზება და ევალება სურსათის ბაზრიდან ამოღება-გამოთხოვა.

საკვები საღებავის გამოყენება კანონმდებლობით ნებადართულია და რეგულირდება საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, თუმცა, აუცილებელია, სურსათის ეტიკეტზე მითითებული იყოს მისი სრული დასახელება და წარმომავლობა.

ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ობიექტში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა გამოვლინდა 9 ბიზნესოპერატორთან. სხვა შემთხვევებში ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ მხოლოდ

კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას გამოყენებული საკვებდანამატების შესახებ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჩვეულებრივი სეზონია - გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია...“ - პაატა იმნაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights