სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„საუბარია მედიკამენტების მიმართულებით ფასების შემცირებაზე. ასევე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მჭიდრო კოორდინაციის...

„საუბარია მედიკამენტების მიმართულებით ფასების შემცირებაზე. ასევე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ჩვენს უწყებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის“- GCCA-ის თავმჯდომარე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს.

პანელური დისკუსია, სახელწოდებით – „კონკურენცია და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჯანდაცვის სექტორში“ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, GCCA-ი ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ და სამედიცინო სერვისების ბაზარზე.

„განვიხილეთ, ზოგადად, კონკურენციასთან და პაციენტების უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი უწყება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს ფარმაცევტულ ბაზარსა და სამედიცინო სერვისების ბაზარზე, მთლიანობაში, ბაზრის შეფასებასა და რეკომენდაციებზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში, ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დანერგილი, რამაც კონკრეტული და მნიშვნელოვანი შედეგები მისცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. საუბარია მედიკამენტების მიმართულებით ფასების შემცირებაზე. ასევე არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში ჩვენს უწყებასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ.

დისკუსიის დროს, იმსჯელეს სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე. ყურადღება დაეთმო მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და კონკურენტული ჯანდაცვის ეკოსისტემის შექმნის მიმართულებით საერთო ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო სამართლიანი კონკურენციის პირობების განსაზღვრის კრიტერიუმებს, მომხმარებლის მიერ საკუთარი უფლებების დაცვას სამედიცინო და ფარმაცევტულ მომსახურებებში, გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ხარისხის სტანდარტებს, ასევე იმას, თუ რა მექანიზმებით უზრუნველყოფს სახელმწიფო სამართლიან ბალანსს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის.

ღონისძიებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, მარეგულირებელი ორგანოები, არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრეები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დაიგეგმა "აკრედიტაცია კანადის" მიერ შემდეგი ტრენინგი: მედიკამენტების შეჯერება უსაფრთხო მკურნალობის საფუძვლად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights