სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს

საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს.

პროცედურაში ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

კენჭისყრისას უმრავლესობამ ხმა სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა.

არჩევნები კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა და საქართველო, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა.

ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება.

აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატად წარდგენის წინა მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა.

„პირველ რიგში ეს არის საქართველოსთვის უზარმაზარი მიღწევა და დიდი წარმატება. ვფიქრობ, ეს არის დამსახურება და აღიარება ქვეყნის იმ რეფორმებისა, რომლებიც განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში – ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, ადამიანზე ორიენტაცია და ა.შ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოადგილემ, ირაკლი სასანიამ.

„პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ნომინანტების შერჩევასთან დაკავშირებულ სესიაში მონაწილეობისათვის. გვსურს, ოფიციალურად გაცნობოთ, რომ რეგიონულმა კომიტეტმა, დახურულ შეხვედრაზე, აღმასრულებელი საბჭოს წევრობის 2 და მუდმივი კომიტეტის წევრობის 4 კანდიდატი წარადგინა. რეგიონული კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2026 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, წევრობის კანდიდატებად წარდგებიან გაერთიანებული სამეფო და საქართველო. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილემ ასტა ვალდამარსდოთირმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი - ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights