სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ყველზე სწრაფად საჭირო...

მიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ყველზე სწრაფად საჭირო რჩევის მიწოდებას თითოეული მოქალაქისთვის

პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის, რომელიც ელემენტარული საჭიროების გადაწყვეტისთვის არის აუცილებელი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ყველზე სწრაფად საჭირო რჩევის მიწოდებას თითოეული მოქალაქისთვის.

„პირველადი ჯანდაცვა გვასწავლის, რა შემთხვევაში რომელ ექიმს უნდა მივმართოთ, რა შემთხვევაში არის აუცილებლობა ჰოსპიტალში წასვლისა, როგორ დავიცვათ თავი ცალკეული დაავადებებისგან, ყველაფერი ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“, – დასძინა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა. კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას, რომელიც იგეგმება მომდევნო წლის დასაწყისში და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს ასევე გულისხმობს ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების ზრდას.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით 120 მილიონი ლარის დახარჯვა, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. თუ ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდება, ეს ნიშნავს უამრავ დაზოგილ თანხას მოქალაქისთვის, სახელმწიფოსთვისაც და რაც მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს კეთილდღეობას პაციენტისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „პანიკის მიზეზი არ არსებობს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights