სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე გაზრდილ ბიუჯეტზე: მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. შეუდარებლად უკეთესია დღეს...

მიხეილ სარჯველაძე გაზრდილ ბიუჯეტზე: მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ. ეს გაგრძელდება საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით

მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით და საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება, რომ მომდევნო წელსაც გვქონდეს კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობები. ეს ყველაფერია უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკეთეს მდგომარეობას, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, გამოწვევები ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს, თუმცა, გაზრდილი შესაძლებლობებით ყველა მათგანი დაძლევადია.

„არსებობს ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში. თითოეული ამ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს ჯანდაცვა, რომელსაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფა მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, წლიდან – წლამდე ჰქონდეს გაუმჯობესებული პარამეტრები და ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია.

აქ არის სხვადასხვა პრიორიტეტი. თავის დროზე საკანონმდებლო ჩანაწერიც კი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური უზრუნველყოფის ზრდის ტემპი. ყველა მაჩვენებლის და ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით, პენსიის ზრდა ხორციელდება, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება რიცხვები, რომელიც გვაქვს.

შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო მაგალითად 10 წლის წინ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე, მარტო ფინანსური მაჩვენებლებით და იმის მიხედვით რომ არ ვისაუბროთ, რამდენად დიდი ტვირთი იყო ეს თითოეული მოქალაქის ჯიბისთვის, ამაზე მეტყველებს მაგალითად საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევები, იგივე ჯანმოს კვლევები, რომლითაც არაჩვეულებრივი დინამიკაა ნაჩვენები წლების განმავლობაში. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო წლების განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საქართველოში.

ეს გაგრძელდება რა თქმა უნდა საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით. გვაქვს უამრავი პრიორიტეტი – დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, დამთავრებული მედიკამენტის ხარისხის კონტროლით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში დღეს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ფინანსთა მინიტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით.

  ბლოგი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის დაიწერა

ფინანსთა მინიტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში:

· 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

· 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

· გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

· ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;

· ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

· დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „თამბაქოსთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ზრუნვა კვლავაც გრძელდება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights