სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა - ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას,...

მიხეილ სარჯველაძე: „პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა – ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, რათა მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საპილოტე ეტაპმა გაამართლა, ახლა ვაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას, შემდეგ კი გაკეთდება დასკვნები, რომ მომდევნო წლის დასაწყისიდან, შევძლოთ და რეალურ რეჟიმში ავამუშაოთ რეფორმა“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ ტიპის სერვისების დროული მიღება აზღვევს ადამიანს, იმ დაავადებებისგან, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია.

„შევკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან, ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ რასაც ახლა ვამუშავებთ – ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ეფექტიანობაზე ახდენდეს გავლენას, რა არის პირველადი ჯანდაცვის პოტენციალი და სხვა. ეს ყველაფერი ზედაპირზეა, შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები დავუსახოთ პირველად ჯანდაცვას.

პირველადი ჯანდაცვა განსხვავდება მაღალტექნოლოგიური ჩარევებისგან, თუმცა თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა დარგს. ეს არის უპირველესი მნიშვნელობის დარგი, რომელმაც ყველაზე პირველადი, ყველაზე მთავარი, სწორად დაგეგმვის შესაძლებლობა უნდა მისცეს მოქალაქეს – როგორ უნდა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა, როგორ აირიდოს თავიდან გარკვეული დაავადებები, ამის პირველი მრჩეველი არის პირველადი ჯანდაცვა. ეს არის სისტემა, რომელიც ერთის მხრივ დააზღვევს ადამიანს თავიდან არიდებადი დაავადებებისგან, მეორეს მხრივ, იქ სადაც საჭიროება წარმოიშობა, სწორი რჩევით, ზედმეტი სამედიცინო სერვისების მოხმარებისაგან დაიცავს მოქალაქეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კლინიკა „პინეოში“„პაციენტთა საბჭოს” პირველი შეხვედრა გაიმართა - "აკრედიტაცია კანადის" სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სივრცეში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights