ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
მთავარიშენი ექიმიჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი დონორის, ATscale, the Global Partnership for Assistive...

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი დონორის, ATscale, the Global Partnership for Assistive Technology-ს მხარდაჭერით, საქართველო ცდილობს უფრო გააფართოოს ტექნოლოგიები, დანერგოს პრევენციული ზომები და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ზრუნვის მექანიზმები, რათა ელგუჯას მსგავსად, ბევრმა ადამიანმა შეძლოს უფრო სრულფასოვნად ცხოვრება

ელგუჯა ზაქარეიშვილმა სმენა 10 წლის წინ, მოულოდნელად დაკარგა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. რვა თვის წინ კი კოხლეარული იმპლანტი ჩაიდგა და ახლა მეორე სიცოცხლით ხარობს.

როცა სმენა დავკარგე და გამოკვლევები გავიკეთე, მითხრეს რომ ჩემი მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, უნდა შევგუებოდი და ცხოვრება ასე გამეგრძელებინა,“ იხსენებს ელგუჯა. „დეპრესიაში ჩავვარდი. მარტოობა მინდოდა, ხალხის თანაგრძნობა მაღიზიანებდა, თანდათან ჩამომშორდნენ ირგვლივმყოფები და ასე ცხოვრება ძალიან რთული იყო. ნახევარი ადამიანი ვყავი.“
ამ პირობებში დამოუკიდებლობა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო. ელგუჯა ხელოსანია და შეკვეთების შესრულებისას, შემკვეთთან კონტაქტში უმცროსი ძმა ეხმარებოდა, რომელთანაც კომუნიკაციისთვის ტელეფონს იყენებდა.
„ერთ-ერთი შემკვეთი ინფორმაციის მოძიებაში დამეხმარა. აქამდე არც კი ვიცოდი საქართველოში თუ იყო შესაძლებელი კოხლეარული იმპლანტის ჩადგმა, მითუმეტეს სახელმწიფო დაფინანსებით. თავის მობილიზება შევძელი და მიუხედავად იმისა რომ იმედების გაცრუების მაინც მეშინოდა, გადავწყვიტე მეცადა.“
როგორც ამბობს, იმპლანტთან შეგუების პროცესი მარტივი არაა, თავიდან ჯერ ხმაური ესმოდა, მერე საუბარი სუსტად, თანდათან დაიწყო სხვადასხვა ხმებისა თუ სიტყვების გარჩევა. ამ ყველაფერს ვარჯიში და მონდომება სჭირდება. ელგუჯას სამ თვეში უკვე სრულყოფილად ესმოდა ყველაფერი და როცა პირველად მოისმინა სიმღერა, უნდოდა სიხარულისგან ეყვირა.
„როცა პირველად გავიგონე სრულყოფილად, ჩემი პატარა ძმა მთელი ღამე გვერდით მეჯდა და მიყვებოდა ყველაფერს, რაც ამ წლების განმავლობაში დაუგროვდა. ყველაზე ბედნიერი მგონი ჩემი პატარა დისშვილი იყო, რადგან, როგორც იქნა, თავისუფლად შეგვეძლო საუბარი!“
ელგუჯას იმპლანტით ბევრი ადამიანი ინტერესდება და ისიც გულმოდგინედ უხსნის, რა უნდა გააკეთონ სმენის დასაბრუნებლად. რადგან ინფორმაციის ნაკლებობის გამო რამდენიმე წელი დაკარგა, უნდა მისი ისტორია სხვებისთვისაც მოტივაცია გახდეს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
***
ელგუჯას შემთხვევა გამონაკლისს არ წარმოადგენს. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 6.5%-8.1% აქვს სმენის დაქვეითების რამე ფორმა, ცნობიერება კი დაბალია. სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულია ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტების, ცალმხრივი (ზრდასრულებისთვის) და ორმხრივი (ბავშვებისთვის) სმენის აპარატების მიწოდება. კოხლეარული იმპლანტის მიმღებთათვის სარეაბილიტაციო სერვისებიც ფინანსდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი დონორის, ATscale, the Global Partnership for Assistive Technology-ს მხარდაჭერით, საქართველო ცდილობს უფრო გააფართოოს ტექნოლოგიები, დანერგოს პრევენციული ზომები და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ზრუნვის მექანიზმები, რათა ელგუჯას მსგავსად, ბევრმა ადამიანმა შეძლოს უფრო სრულფასოვნად ცხოვრება.

World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში

  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე

ალერგია და სმენა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights