სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეებიჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აქტიურად მიმდინარეობს სიმსუქნესთან ბრძოლის კამპანია, სადაც მრავალი პაციენტი...

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აქტიურად მიმდინარეობს სიმსუქნესთან ბრძოლის კამპანია, სადაც მრავალი პაციენტი გათავისუფლდა ამ პრობლემისგან და ისწვალა მისი მართვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აქტიურად მიმდინარეობს სიმსუქნესთან ბრძოლის კამპანია, სადაც მრავალი პაციენტი გათავისუფლდა ამ პრობლემისგან და ისწვალა მისი მართვა.
გთავაზობთ პაციენტზე პერსონალურად მორგებულ მკურნალობის მეთოდს, რაშიც მოიაზრება ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგის მიერ კვლევის შედეგად შექმნილი ინდივიდუალური კვების მოდელი და ფიზიკური აქტივობა, სხვა დამხმარე მკურნალობის მეთოდებთან ერთად.
სიმსუქნე შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, ბავშვთა ასაკიდან დაწყებული, ზრდასრულობამდე დასრულებული. ეს პრობლემა აღენიშნება როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს.
ხშირად, სიმსუქნე პიროვნებისგან დამოუკიდებელი გარე ფაქტორებითაა გამოწვეული. ბიოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს. ფიზიკური და სოციალური გარემო კი გავლენას ახდენს ცხოვრების წესის არჩევანზე და არაჯანსაღი საკვების მოხმარებაზე. ამგვარად, სიმსუქნე რთული ბიოლოგიური, გენეტიკური და გარემო ფაქტორების შედეგია.
რა უნდა გავაკთოთ სიმსუქნის პრევენციისთვის?
აუცილებელია:
•⁠ ⁠განათლება
•⁠ ⁠ჯანსაღი კვება და წყალი
•⁠ ⁠ფიზიკური აქტივობა ინდივიდუალურად შერჩეული ინტენსივობით
•⁠ ⁠საკმარისი ძილი
•⁠ ⁠სტრესის მართვა
ესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა წონა დაავადების განვითარების მიზეზს და თუ ასეა, განიხილეთ სიმსუქნის მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტები, რათა შეამციროთ ჯანმრთელობის გაუარესების პოტენციური რისკები!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ზაფხული და ქრონიკული ვენური დაავადება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights