სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროპირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება - სამედიცინო დაწესებულებები ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის...

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება – სამედიცინო დაწესებულებები ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გრძელდება – სერვისების გეოგრაფიული გაზრდის მიზნით, სამეგრელოში – ნოჯიხევშიჭითაწყარსა და მუხურში, სოფლის ახალი ამბულატორიები გაიხსნა.

სამედიცინო დაწესებულებები ჩხოროწყუს, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების, 15 სოფლის მოსახლეობას ემსახურება.

ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ, ქვეყანაში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის წარმატებულ რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სწორედ ამ რგოლის ეფექტური მუშაობა ასრულებს გარდამტეხ როლს სამედიცინო სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე.

ამბულატორიები დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და აღჭურვილია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარით.

მიხეილ სარჯველაძე ნოჯიხევშიჭითაწყარსა და მუხურში, პაციენტებსაც შეხვდა და მათთან ერთად, სამედიცინო საკითხები და საჭიროებები განიხილა. მისი განცხადებით, სოფლებში, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა უწყების პრიორიტეტია.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ: სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 12 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „2026 წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა“-კახა კალაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights