შაბათი, ნოემბერი 1, 2025
მთავარიშენი ექიმი„3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ - 1000-მდე პრეპარატია...

„3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ – 1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა“ – ჰემატოლოგი მშობლებს მიმართავს

ღვიძლის უკმარისობა

ანტიბიოტიკებზე, გასახდომ მედიკამენტებსა და ჭიის წამლებზე საუბრობს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ჰეპატოლოგი, ინფექციონისტი, კახაბერ ჩომახიძე.

„ანტიბიოტიკები, გასახდომი მედიკამენტები, ჭიის წამლები – ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მედიკამენტების არამიზნობრივი მიღება“ – ამის შესახებ კახაბერ ჩომახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა.

„1000-მდე პრეპარატია აღწერილი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა. უკმარისობა და არა დაზიანება. ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი. აუცილებლად მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგან ექიმმა უნდა ნახოს პაციენტის დინამიკა. ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვქონდა 9 შემთხვევა ჭიის წამლით გამოწვეული. ორ ბავშვს გადანერგვა დასჭირდა. 3 წლის და 12 წლის ბავშვებს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდათ“, – ამბობს კახაბერ ჩომახიძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გადის თუ არა ბაზარზე შეღებილი ხილი? რა გავლენა აქვს ორგანიზმზე ქიმიურად შეღებილ საკვებ პროდუქტს?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights