ოპერაცია დროებითია, პასუხისმგებლობა მუდმივი
ჭარბწონიანობის შესახებ გადაცემაში „დიდი შესვენება“ ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კახა ქაშიბაძე საუბრობს.
„ჭარბწონიანებს ცოტა გადაჭარბება ახასიათებთ. ის არ ჭამს, როცა ჭარბი წონა აქვს, მაგრამ ეს არჭამა არ არის საკმარისი, რომ წონა დაიკლოს. შესაძლოა, ამით აღარ მოიმატოს, მაგრამ წონაში ვერ დაიკლებს. ანუ ჯამში ეს არის ენერგიის მუდმივი კანონი. რა ენერგიასაც დღეში ხარჯავთ, თუკი იმაზე მეტს მიიღებთ, ბუნებრივად მოხდება წონის მატება. ყველაფერ ამას ემატება ღვიძლის მდგომარეობა.
თუ ღვიძლი არ არის კარგ მდგომარეობაში, ის ვერ ახდენს ამის უტილიზებას და ხდება მათი გადასვლა ცხიმებში, რათა ცხიმის სახით მოხდეს მათი დაგროვება და ასეთი ადგილებია გეპატოციტი, მუცლის წინა კედელი და შემდგომ უკვე ნელ-ნელა იწყება მძიმე ათრო-სკლეროზული დაავადების განვითარება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ძალიან გაახალგაზრდავდა გულის იშემიური დაავადებები 30-32 წლის ასაკში გვხვდება…“ – განაცხადა კახა ქაშიბაძემ.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

