პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარისხვა-ამბები„ტრანსპორტირების პროცესში დაიბადა ჯანმრთელი გოგონა - პაციენტს დაეწყო მშობიარობა, რის გამოც შევწყვიტეთ...

„ტრანსპორტირების პროცესში დაიბადა ჯანმრთელი გოგონა – პაციენტს დაეწყო მშობიარობა, რის გამოც შევწყვიტეთ გადაადგილება და ახალ სიცოცხლთან შესახვედრად მოვემზადეთ“

ცათუმის ერთ-ერთი დასახლებიდან შემოვიდა გამოძახება ლოზუნგით – მშობიარობა. გამოძახებაზე მისულ ბათუმის #9 ბრიგადას ადგილზე დახვდა ორსული ახალგაზრდა ქალბატონი.

ინფორმაციას შენი სიცოცხლის გადასარჩენად ავრცელელებს.

ექიმი ციური ჩაუშბა იხსენებს: – „ბინაზე მისულებს დაგვხვდა 37 კვირამდე ორსული ქალბატონი, რომელსაც მოვლითი სამშობიარო ტკივილები ჰქონდა დაწყებული. ცენტრალურ სადისპეტჩეროსთან დაკავშირებისა და ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნის პარალელურად, მყისიერად მოხდა პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დავიწყეთ მისი ჰოსპიტალიზაცია. ტრანსპორტირების პროცესში პაციენტს დაეწყო მშობიარობა, რის გამოც შევწყვიტეთ გადაადგილება და ახალ სიცოცხლთან შესახვედრად მოვემზადეთ. ძალიან მალე, სულ რაღაც რამდენიმე წუთში დაიბადა ჯანმრთელი გოგონა. დედაც და ჩვილიც სტაბილური მდგომარეობით ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ შეყვანილნი.
ჩვენი ახალგაზრდა პაციენტისთვის ეს მესამე მშობიარობა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევების დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის სამეანო ნაკრები, რომელიც ჩვენი ცენტრის სასწრაფო დახმარების თითოეულ ბრიგადას სამედიცინო აღჭურვილობაში გვაქვს. სწორედ ამ ნაკრების დახმარებით მოხდა ახალშობილისა და დედისთვის სრულყოფილი დახმარების გაწევა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ჩემი ბრიგადის წევრების გიული დიასამიძისა და რომან თურმანიძის პროფესიონალიზმი და მინდა მათ ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადო”.
ექიმი ციური ჩაუშბა 1997 წლიდან ბათუმის სასწრაფოს დახმარების ექიმია. ამ წლების განმავლობაში მას უამრავ პაციენტთან ჰქონია გამოძახება, თუმცა მანქანაში მშობიარობის მიღება მის სამედიცინო პრაქტიკაში პირველად მოხდა და როგორც თავად გვითხრა, ეს სიხარული მანამდე განცდილს არც კი შეედრება.
ექიმი ციური ჩაუშბა
ექთანი გიული დიასამიძე
მძღოლი და რომან თურმანიძე

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დაივიწყეთ გასტრიტი და გულძმარვა ამ ძლიერი წამლის დახმარებით! – გასტრიტის სამკურნალო ბუნებრივი 5 საშუალება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights