სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრომხარეებმა, პროგრამული მედიკამენტის მიწოდების საკითხები განიხილეს - მიხეილ სარჯველაძე კოპენჰაგენში, კომპანია Novo...

მხარეებმა, პროგრამული მედიკამენტის მიწოდების საკითხები განიხილეს – მიხეილ სარჯველაძე კოპენჰაგენში, კომპანია Novo Nordisk-ის ვიცე-პრეზიდენტ ტროელს რიე-ანდერსენს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე კოპენჰაგენში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი, დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის ვიცე-პრეზიდენტ ტროელს რიე-ანდერსენს შეხვდა.

საქართველო კომპანიასთან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. მხარეებმა, პროგრამული მედიკამენტის მიწოდების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია თითოეული ბენეფიციარის ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუდმივი კომუნიკაცია და აქტიური შეხვედრები კომპანიის ხელმძღვანელებთან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მუდმივ განვითარებას.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდა.

ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა და მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights