ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
მთავარისამინისტროგანიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შეთავაზებებიც, ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ, მათ შორის...

განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შეთავაზებებიც, ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ, მათ შორის – გრძელვადიანი მოვლის უზრუნველყოფის, მედდების განათლებისა და საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნის მიმართულებით

კოპენჰაგენში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელს, რეხა მენონს შეხვდა.

მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე (P4R) იმსჯელეს. ისაუბრეს საქართველოში ფარმაცევტული რეფორმის შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და შეთავაზებებიც, ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ, მათ შორის – გრძელვადიანი მოვლის უზრუნველყოფის, მედდების განათლებისა და საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შექმნის მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

მიხეილ სარჯველაძემ დანიის დედაქალაქში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე გამართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

სესიაში მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია. ასევე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ბავშვის ნერვული სისტემა - რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას 
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights