სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბები„უბინძურეს გარემოში, ჩაშავებულ ჩამწვარ ჭურჭელში ურევდა და აზავებდა ვითომ სამკურნალო საშუალებებს, ზოგიერთ...

„უბინძურეს გარემოში, ჩაშავებულ ჩამწვარ ჭურჭელში ურევდა და აზავებდა ვითომ სამკურნალო საშუალებებს, ზოგიერთ ვიდეოში კი ჩანს ბუზები რომ დაფრინავენ მის ირგვლივ“ – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

ეს თვითმარქვია “ექიმის” მაღაზიაა საბურთალოზე. არუნი ჰქვია, გვარად ჰათრი.

საქართველოში იუთუბის ვიდეოებით მოიკიდა ფეხი. ჰყავს ორი შვილი და არაქართველი მეუღლე ქართული გვარით. მისი საქმიანობა და ხალხის გაბითურება დაიწყო მისივე ვიდეოებით, სადაც უბინძურეს გარემოში, ჩაშავებულ ჩამწვარ ჭურჭელში ურევდა და აზავებდა ვითომ სამკურნალო საშუალებებს, ზოგიერთ ვიდეოში კი ჩანს ბუზები რომ დაფრინავენ მის ირგვლივ.
მოკლედ, პირველ რიგში აჩვენოს ხალხს სამედიცინო განათლების დიპლომი, რომ ბედავს და ექიმის სტატუსით გამოდის. სირცხვილი და თავის მოჭრა სჭირს ერს, სადაც ამ ინფლუენსერს ექიმად მიიღებს და მის ზღაპრებს დაიჯერებს.
რა განდიდების მანიით უნდა იყოს კაცი, რომ სურათიც გამოუკრავს. უდიდესი მკურნალების სურათები თუ გინახავთ გამოკრული ტრაფარეტზე? აი, ეს ბედავს. ჩვენი ხალხი აძლევს ამის უფლებას, მის მიერ ჩვენი გაბრიყვებული და კეთილი ხალხი აძლევს ამის უფლებას.
ქართველების გაბრიყვება შეძლო ამ კაცმა. მოეგეთ ხალხო გონს, სანამ რაღაც არ დაგმართნიათ მისი ყურითმოთრეული თუ ვიდეოებში მოსმენილი რჩევებით. მინიმუმ ის მაინც იკითხეთ, მისი ე.წ. წამლები თუ საკვები დანამატები რომელი ქვეყნიდან მოდის და სად მზადდება?
მეცოდებით გულწრფელად, ვისაც გჯერათ ამ გაუნათლებელი, მაგრამ კარგი მსახიობი კაცის რჩევების!
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი (PhD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე (PHIG)

„უბინძურეს გარემოში, ჩაშავებულ ჩამწვარ ჭურჭელში ურევდა და აზავებდა ვითომ სამკურნალო საშუალებებს, ზოგიერთ ვიდეოში კი ჩანს ბუზები რომ დაფრინავენ მის ირგვლივ“ – გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს | sheniekimi.ge | შენი ექიმი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ადასტურებს, რომ არუნ ხათრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია.  2024 წელს როგორ აიღებდა სერტიფიკატს ორგანიზაციისგან, რომელიც 2021 წელს დაიხურა?!

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ჩვილებით ვაჭრობის სქემა - ტრეფიკინგის უმძიმესი ბრალდება ექიმებს -
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights