სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedგიორგი ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას უმასპინძლა - გიორგი ფხაკაძის რეზიდენცია მე-16...

გიორგი ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას უმასპინძლა – გიორგი ფხაკაძის რეზიდენცია მე-16 საუკუნის სასახლეა, სადაც დრო ჩერდება და ზღაპრულ სამყაროში გადადიხარ

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი ფხაკაძე ამჟამად საქართველოში იმყოფება.

14 ოქტომბრის საღამოს პროფესორმა ფხაკაძემ მედიაჰოლდინგ „შენის“ სარედაქციო კოლეგიას საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა — ისტორიულ შენობაში, რომელიც მრავალსაუკუნოვან სასახლეს წარმოადგენს და თბილისის დიდ ისტორიას ინახავს.

შეხვედრაზე დამფუძნებელთან ერთად მედიაჰოლდინგის თანამშრომლებმა განიხილეს სამომავლო გეგმებიმიმდინარე საქმიანობა და მიღწეული წარმატებები.

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს გაწეული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. აღნიშნა, რომ „შენი“ არის ერთიანი სივრცე, რომელიც ემსახურება საზოგადოებისთვის სანდო, პოზიტიურ და საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებას.

საღამო მეგობრულ და შთამაგონებელ გარემოში წარიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მედიაჰოლდინგი მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.

პროფესორ გიორგი ფხაკაძის რეზიდენცია მე-16 საუკუნის სასახლეა, სადაც დრო ჩერდება და ზღაპრულ სამყაროში გადადიხარ. ეს არ არის სახლი. თითოეული ქვა, თითოეული ნივთი განსაკუთრებულია.

თუ ვინმეს აინტერესებს, როგორი გემოვნება აქვს გიორგი ფხაკაძეს და როგორი სტრატეგიული დაგეგმარება შეუძლია, უნდა ნახოს ეს სახლი…

გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია, საოცარი ეზოთი და ხედებით – ბეთლემის ქუჩაზე.

ree თბილისში ეს იყო ერთადერთი გალავნიანი სახლი, ე.წ. ციხე-სახლი, რომელიც სავარაუდოდ, X საუკუნეში იყო აგებული. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევისას ციხე- სახლი ნანგრევებად იქცა. XVI საუკუნის მიწურულს ეს შენობა სომეხი სოვდაგრის, მელიქ ბებუთოვის საკუთრება გახდა. XVIII საუკუნის და საწყისში ერთ-ერთმა ბებუთოვმა სახლი თავის დას გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, იქაურობა დედა თამონასტრად გადააკეთა. 1795 წელს, კრწანისის ომის დროს, აღა-მაჰმად-ხანმა მთელი თბილისი გადაწვა და დაანგრია.

 

სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ შაჰი თბილისში ყოფნის დროს სწორედ ბებუთოვის რეზიდენციაში ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, თბილისის აღდგენამდე აქ უცხოვრია და აქვე გარდაცვლილა საქართველოს უკანასკნელი მონარქი-გიორგი XII. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეს ისტორიული შენობა, ოდესღაც მშვენიერი ციხე-სახლი მრავალ ბინიანი „კომუნალკა“ ხდება. 1998 წელს, სრულიად შემთხვევით, ამ შენობაში შევიძინე მცირე ფართი. 90-იანი წლების სიდუღჭირის გამო ძველ ქალაქში აღარავის უნდოდა ცხოვრება, მეზობლები სიხარულით ყიდიდნენ თავიანთ ბინებს და მეც ეტაპობრივად შევიძინე 23 ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი ფართი. ათწლეულების მანძილზე დამახინჯებული შენობა მთელი თბილისის სარკე იყო თავისი ეთნიკური, კულტურული და სოციალური სიჭრელით.

  ინდივიდუალური ფერთა რუკა პატარებთან ურთიერთობისთვის ...

 

შენობის ქვედა ნაწილი X საუკუნით თარიღდება, ხოლო აბანო და ცენტრალური კორიდორი XVI საუკუნის კლასიკური ირანული არქიტექტურის ნიმუშია. აბსოლუტური შოკი იყო სახლის ეზოში შუა საუკუნეების წყალსაცავის აღმოჩენა. პროფესიით ქირურგი ვარ და სახლის რესტავრაციას პლასტიკური ქირურგის სიფრთხილით მივუდექი. ზედ მიწევნით გავითვალისწინე ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს თანამშრომელთა რჩევები და რესტავრაციის დროს ვიყენებდი მხოლოდ ავთენტურ მასალებს-კირსა და ძველ ქართულ აგურს. ინტერიერის დიზაინი ეკლექტურია, პროფესიონალებისთვის რჩევა არ მიკითხავს. გადავწყვიტე, ჩემი საყვარელი სტილი, არტ-დეკო, ძველ თბილისურ არქიტექტურასთან შემეხამებინა. სახლში მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები, ძველებური ავეჯი და ხელოვნების ნიმუშებია. ეს იყო ხანგრძლივი, თითქმის 15-წლიანი, რთული, მაგრამ სასიამოვნო პროცესი. ახლა სახლი პრაქტიკულად პირვანდელ მდგომარეობაშია და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს.

 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights