სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეები„ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც...

„ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც შეინიშნება“-ომბუდსმენი ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებაში, რომელსაც უწყება 10 ოქტომბრის, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს, ნათქვამია, რომ “ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც შეინიშნება”

ომბუდსმენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის შეზღუდულია სტაციონარული და ამბულატორიული სერვისები, რაც ბარიერებს ქმნის კრიზისული თუ საგანგებო მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში და სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებასა და საჭირო მზაობას მოითხოვს.

“საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების და მათი აუცილებელ სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფის საჭიროებაზე.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელი რჩება, ზოგიერთ დაწესებულებაში კი გაუარესებაც შეინიშნება.

მთავარ გამოწვევებად რჩება საწოლფონდის დეფიციტი, გადატვირთული პალატები, არასათანადო ფიზიკური გარემო, კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის მომსახურების დაყოფა, მკურნალობის შესახებ ინფორმაციის სიმცირე, არასაკმარისი კვება და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდულობა. დამატებით პრობლემას ქმნის არასათანადო მოპყრობის, კონფიდენციალურობის დარღვევისა და პაციენტთა პირადი სივრცის დაცვის საკითხები. კვლავ აქტუალურია პაციენტთა წვდომის პრობლემა მართლმსაჯულებაზე.

სტაციონარული მკურნალობის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს ამბულატორიული სერვისები. სერვისების სიმცირესა და მისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად, მათში ჩართვას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. ცნობიერების დაბალი დონეც ასევე ქმნის სივრცეს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოსაყენებლად კონკრეტულ პირთა თუ მოვლენათა დისკრედიტაციისთვის, რაც კიდევ უფრო აზიანებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში და ღირსების შემლახველია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებაზე პრიორიტეტულად ზრუნვის აუცილებლობაზე და მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან დროული და ქმედითი ნაბიჯები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის, მათ შორის, პრევენციის, სერვისების გაუმჯობესებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვის მიზნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

  სისხლისფერი ცა საქართველოს თავზე - როგორ ხსნის ასტრონომი წუხანდელ მოვლენას
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights