სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაბჭოს წევრებმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების ეროვნული ხედვა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის...

საბჭოს წევრებმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების ეროვნული ხედვა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის გზები და თანამედროვე სამკურნალო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს

საბჭოს წევრებმა ონკოლოგიური სერვისების განვითარების ეროვნული ხედვა, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის გზები და თანამედროვე სამკურნალო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

საბჭოს წევრებმა სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის როლზე, ასევე სკრინინგში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოჯახის ექიმების როლის გაძლიერების მნიშვნელობასაც, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას, სკრინინგის მოცვის ზრდისა და მოქალაქეების ინფორმირებულობის ამაღლებისთვის.

საბჭოს წევრებმა სამომავლო მიზნებიც განსაზღვრეს. კერძოდ, კიბოს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პაციენტთა ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ტრენინგ – მოდულის განსაზღვრა, შემუშავება და დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიმართულებით.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ონკოლოგიის მიმართულების გაძლიერება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვას.

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, უერთდება საქართველო – „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „აიღეთ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეგექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights