სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმი„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა - მსოფლიოს მასშტაბით...

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა – მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, საქართველოც უერთდება

“ვარდისფერი ოქტომბერი” ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიებს, ტრადიციულად, უერთდება საქართველო – “ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაგეგმილია სკრინინგის აქციები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადების განკურნებისთვის მნიშვნელოვანია პრევენციული სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სკრინინგული კვლევები უფასოა და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ან მობილური ამბულატორიების მეშვეობით.

ყოველწლიურად, დაახლოებით 2,3 მილიონი ახალი შემთხვევით, ძუძუს კიბო, ქალებში, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოა.

საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს – 2024 წელს, ქვეყანაში, ქალებში რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1,995 ახალი შემთხვევა, რაც ქალებში, რეგისტრირებული კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 30.7%-ს შეადგენს.
დღეს, ქვეყანაში, “დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის” სახელმწიფო და “დაავადებათა სკრინინგის” მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს, რომელთა ფარგლებში, მიზნობრივ პოპულაციებში, ხორციელდება ძუძუს, ასევე, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ძუძუს კიბოს რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით, 3.8%-ით შემცირდა. ამასთან, ქალებში, 2020 წელს, დიაგნოსტირებული ძუძუს კიბოს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 72%-ია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights