სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedასაკი ჩვენს დნმ-ში არ ზის

ასაკი ჩვენს დნმ-ში არ ზის

ასაკი ჩვენს დნმ-ში არ ზის.

რეალობა დაბერების შესახებ
დაბერება არაა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესი, როგორც ამას ხშირად გვასწავლიან. სინამდვილეში, დაბერება გონების კონტროლის პროგრამაა – რწმენებისა და მენტალური შეზღუდვების შედეგი, რომლებიც საზოგადოებასა და კულტურაში თაობიდან თაობას გადაეცემა.
ერთ-ერთი გავრცელებული მითი ისაა, რომ ადამიანები “სიბერით” იღუპებიან. მაგრამ მეცნიერება გვიჩვენებს, რომ ჩვენი დნმ – უჯრედების გენეტიკური კოდი, არ შეიცავს კონკრეტულ „ასაკობრივ“ ინფორმაციას.
ჩვენი სხეული მუდმივად აღადგენს საკუთარ თავს: უჯრედები განახლებადია მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათ შორის ხანდაზმულ ასაკშიც.
მაგალითად:
  • კანი სრულად ახლდება ყოველ 3 თვეში;
  • სისხლი – ყოველ 6 თვეში;
  • ფილტვები – წელიწადში ერთხელ;
  • ღვიძლი – აღდგება 18 თვეში;
  • ტვინი – აღადგენს უჯრედებს ყოველ 3 წელიწადში;
  • ჩონჩხი – სრულად ახლდება 10 წელიწადში;
  • კუნთები და ქსოვილები – რეგენერირდება 15 წელიწადში;
  • ჩვენ პიროვნულადაც ვიცვლებით დაახლოებით ყოველ 7 წელიწადში.
ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენი სხეული მუდმივად “ახალი” ხდება. მიუხედავად ამისა, მაინც გვჯერა, რომ დაბერება გარდაუვალია. სინამდვილეში, ფიზიკური რღვევის ძირითადი მიზეზი ხშირად არა ასაკი, არამედ გაუგონარი და მოუგვარებელი ემოციური კონფლიქტებია, რომლებიც ჩვენს შინაგან სისტემებზე ახდენს ზეწოლას.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მარტივი სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანისთვის ასე მარტივად არ უჩერდება გული ან ფილტვები – ამას წინ უძღვის ღრმა ფსიქო-ემოციური მდგომარეობები. ადამიანები არ იღუპებიან პირდაპირ დაავადებებით ან ასაკით, ისინი იღუპებიან ცხოვრებისეული, შინაგანი დაძაბულობების გამო.
დაბერება იწყება აზროვნებიდან.
თუ გვჯერა და გვწამს, რომ დაბერება ნორმალურია, მაშინ ჩვენი სხეულიც იმავე გზას ადგება. მაგრამ თუ ამ რწმენას ვაცნობიერებთ და უარს ვამბობთ მასზე, მაშინ ჩვენი სხეული ირჩევს რეგენერაციას, გაჯანსაღებასა და გახანგრძლივებულ სიცოცხლეს.
ჩვენი რეგენერაციის გასაძლიერებლად საჭიროა:
– ჯანსაღი საკვები
– სუფთა ჰაერი და წყალი
– დადებითი ფიქრები
– საკუთარ თავზე სწორი და აღმდგენი ინფორმაცია
საიდუმლო ისაა, რომ ჩვენი დნმ არ შეიცავს დაბერების კოდს. დაბერების „პროგრამა“ იქმნება ჩვენს გონებაში – რწმენებით, რომლებიც მოვიპოვეთ ოჯახში, საზოგადოებაში და კულტურულ გარემოში.
ჩვენ გვგონია, რომ დაბერება და სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი გზაა, თუმცა რეალობა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. როცა წარსულში ვიხედებით და მომავლის შიშში ვცხოვრობთ, ვერ ვცვლით აწმყოს. მაგრამ თუ წარსულს გავუშვებთ და გონებაში მოვახდენთ ცვლილებებს, სხეულიც შესაბამისად მიჰყვება.
დაბერება არაა ჩვენი ბიოლოგიის აუცილებლობა – ეს ჩვენი რწმენებისა და მენტალური პროგრამების შედეგია. მოდი, გადავხედოთ ჩვენს შეხედულებებს, რადგან სხეულს შეუძლია გაუძლოს დროს, თუ გონება არ მისცემს მას ბრძანებას დაბერების შესახებ
წყარო:ჰირამის საიდუმლო

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რა ვირუსულ ინფექციებს უნდა ვერიდოთ წელიწადის ამ დროს?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights